ზუჰრა, ლამაზი, თავნება და ძალიან თავისუფლებისმოყვარე კაბადოკიელი გოგონაა. ერთხელაც, ის თვალში მოხვდა ფიქრეთ ქარაქაიას, საშუალო ასაკის ძალაუფლების მოყვარე კაცს, მდიდარსა და გავლენიან მიწების მესაკუთრეს... და გადაწყვიტა ფიქრეთმა - უთუოდ ჩემი უნდა გახდესო ეს ლამაზმანი... არც არაფერი დაკითხვია გოგონას, ისე იგდო ხელთ. ზუჰრა ქორწინების პირველსავე ღამეს გაექცა მოძალადე ქმარს. ავარდა ფიქრეთი - აქაოდა, როგორ შეურაცხჰყო ჩემი ღირსება ჭკუასუსტმა ქალმა!.. ზუჰრას კარგად ესმის, რომ მაინც იპოვნიან და დააბრუნებენ არასასურველ კაცთან. ძალიან შეშინებულია, მაგრამ საკუთარ პრინციპს არ ღალატობს.
მოულოდნელად მას სეითი ეხმარება, ადგილობრივი ქვისმთლელი. იგი შეიფარებს გოგონას, შემდეგ კი - შეუყვარდება.
ორიგინალური სათაური: Çoban Yıldızı
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: გიულ ოღუზი
როლებში: შუქრუ ოზილდიზი, სელიმ ბაირაქთარი, მენდერეს სამანჯილარი, არიფ ერქინ გუზელბეიოღლუ, სერჰათ სუჰაოზჯანი, აისუნ მეთინერი, ფეიზა იშიქი, საჰრა შაში, თაიგუნ სუნგარი
ორიგინალური სათაური: Çoban Yıldızı
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: გიულ ოღუზი
როლებში: შუქრუ ოზილდიზი, სელიმ ბაირაქთარი, მენდერეს სამანჯილარი, არიფ ერქინ გუზელბეიოღლუ, სერჰათ სუჰაოზჯანი, აისუნ მეთინერი, ფეიზა იშიქი, საჰრა შაში, თაიგუნ სუნგარი