დამატება

ბელადის ვაჟი (სერიალი) Beladis Vaji / Сын отца народов (2013)

06.03.2021 - 21:15

სერიალში მოთხრობილია საბჭოთა ხალხების მრისხანე ბელადის, იოსებ სტალინის ვაჟის, ვასილის უცნაური ბედისწერის ამბავი. ამასთან, სურათში ნათლად არის წარმოჩენილი საბჭოთა ხალხების მხსნელის,"დიდი ბელადის" აქამდე უცნობი სხვადასხვა ფსიქოლოგიური მომენტები, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მრავალფეროვან ჭრილში განვიხილოთ ამ უცნაური ფენომენის არსი და დანიშნულება კაცობრიობის ისტორიაში... რაც შეეხება სტალინის ვაჟს, ვასილს - ის სერიალში წარმოდგენილია 26 წლის გენერალ-ლეიტენანტად, მექალთანედ და ბოჰემისტად, ამ ცხოვრებისა და დროს ტარების ფენომენად, კარგ მეგობრად, ბრწყინვალე ხელმძღვანელად და ნიჭიერ სპორტსმენად. მაგრამ,იმ დღიდან, როცა დიადი სტალინი აღესრულება, მისი ვაჟის ცხოვრება - ერთხელ და სამუდამოდ შეიცვლება.
ორიგინალური სათაური: Сын отца народов
ჟანრი: დრამა, რუსული სერიალები
რეჟისორი: სერგეი გინზბურგი, სერგეი შჩერბინი
როლებში: გელა მესხი, ვასილი პროკოპევი, ილია ერმოლოვი, ალექსეი ვერტკოვი, ალექსანდრ ნიკოლსკი, ანატოლი გუშჩინი..

ბელადის ვაჟი (სერიალი) Beladis Vaji / Сын отца народов (2013)
კომენტარები (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.