ჩემა / El Chema / Chema (სერიალი) 2016

02.08.2019 ლათინო-ამერიკული სერიალები 0 0.0
Загрузка...

ჩემა ვენეგასი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და საშიში ადამიანია ლათინურ ამერიკასა და შეერთებულ შტატებში. ამ პერსონაჟმა, კრიმინალური ბანდების ფსკერიდან, მაფიის სტრუქტურების დომინანტურ პოზიციებზე გადასვლა შეძლო. ჩემამ ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაიწყო კრიმინალურ სამყაროსთან თანამშრომლობა და ამ საქმეში ფორტუნა მუდამ მის მხარეზე იყო. ჩემას მეშვეობით აშშ-ში აკრძალული პრეპარატების განუსაზღვრელი პარტიები შედიოდა. მალე მან მაფიოზურ სტრუქტურაში ზურგი გაიმაგრა და შესაშურ სიმაღლეებს მიაღწია და კრიმინალურ სამყაროში თავისი კანონები დააწესა. ჩემამ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა შემოიღო და მექსიკისა და აშშ-ს უსაფრთხოების სამსახურების მთავარი მტერი გახდა. სერიალში იგი წარმოდგენილია, არამარტო როგორც ცნობილი კრიმინალი, არამედ როგორც უნიკალური პიროვნება, რომლის ხასიათის შესახებ ცოტამ თუ იცოდა...
ორიგინალური სათაური: El Chema
ქვეყანა: მექსიკა, აშშ
ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი, დრამა, კრიმინალური
რეჟისორი: ნიკოლას დი ბლასი, დანი გავიდია
როლებში: მაურისიო ოჰმანი, ჰულიო ბრაჩო, ფერნანდო ნორიეგა, იტატი კანტორალი, არსელია რამირესი, სერხიო ბასანიესი, ჯულიეტა გრაჯალესი, გუსტავო ეგელჰაფი, კარლა კარილიო

chema, ჩემა, El Chema
კომენტარები: 0
avatar