დახვრეტილი საქართველო / Daxvretili Saqartvelo

27.09.2019 ქართული ფილმები 0 0.0
Загрузка...

საქართველოს ხელოვნების სასახლემ, მუზეუმში დაცული უნიკალური ვიდეო, აუდიო და საარქივო დოკუმენტების საფუძველზე, მოამზადა დოკუმენტური ფილმი – „დახვრეტილი საქართველო“. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმში პირველად იქნება ნაჩვენები, 1992 წლის 3 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, ზვიად გამსახურდიას მომხრეთა მასობრივი დარბევის იშვიათი კადრები. „საქართველოს პირველი პრეზიდენტის მომხრეთა მიტინგების დარბევის დროს ათობით მშვიდობიანი მომიტინგე დაიღუპა, მათი უმეტესობა ახალგაზრდა იყო, თუმცა გარდაცვლილთა ვინაობა ფართო საზოგადოებისთვის დღემდე ცნობილი არ ყოფილა. ფილმში პირველად საუბრობენ გარდაცვლილი მომიტინგეების მშობლები, შვილები და ახლობლები. დოკუმენტური ფილმი, მუზეუმში დაცული ვიდეოკადრების გარდა, „ვაშინგტონ პოსტის“ საკუთრებაში არსებულ უნიკალურ საარქივო მასალაც შეიცავს“
ორიგინალური სათაური: დახვრეტილი საქართველო
ქვეყანა: საქართველო
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: გიორგი კალანდია

დახვრეტილი საქართველო, Daxvretili Saqartvelo
კომენტარები: 0
avatar