უცხოური სერიალები -

იმედის წერილი (სერიალი) лист Надії / Письмо Надежды (2016)

13.05.2020 უცხოური სერიალები 0 0.0

ოჯახის მარჩენალი სიძის დაღუპვის შემდეგ, ანა ფედოროვნა გადაწყვეტილებას მიიღებს ახალშეძენილი ტყუპი გოგონა შვილიშვილებიდან (მაშა და ტანია), ერთი დაიტოვოს, ქალიშვილს კი - სიმართლე დაუმალოს. ტყუპების დედას, ვერას -საკეისრო კვეთა ჩაუტარეს და იგი ჯერ კიდევ ნარკოზის ქვეშაა. დაარწმუნა რა სამშობიაროს დირექტორი, რომელიც ანა ფედოროვნას მეგობარი იყო, პრაშმატუტკა ბებიამ, ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც ტანიაზე უარი განაცხადა. ჩადენილმა ბოროტებამ მალე აგებინა პასუხი ცოდვილ ბებრუხანას და ეშმაკის გზას გაუყენა... იგი ისე წავიდა მოუსავლეთში, რომ ქალიშვილისთვის სიმართლე არ უთქვამს. მაგრამ, ბოროტებაში თანამონაწილე მისი მეგობარი ქალბატონი, სამშობიაროს დირექტორი, სინდისმა დაამძიმა. იგი აღიარებით წერილს დაწერს და ვერას გაუგზავნის. მივა კი წერილი ადრესატამდე? შეხვდება კი ბავშვთა სახლში აღზრდილი ტანია, თავის დედას და ტყუპისცალ დაიკოს? ნახეთ სერიალი და გაიგებთ...
ორიგინალური სათაური: лист Надії
ქვეყანა: უკრაინა
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: ალექსანდრ იტიგილოვი
როლებში: გლაფირა ტარხანოვა, კონსტანტინ სტრელნიკოვი, ვალენტინა იშჩენკო, ანა კოშმალი, ირინა მიროშნიჩენკო, მარია ტარასოვა

გოგონა, ერთი, შვილიშვილები, სიმართლე, სიძე, ოჯახი, 2016, წერილი, ქალიშვილი, კვეთა, письмо, გადაწყვეტილება, лист, надежды, Надії, ტყუპი, ნარკოზი, სერიალი, მარჩენალი, საკეისრო, სამშობიარო, იმედის
სულ კომენტარეი: 0
avatar
ძებნა