კანონიერად / Na Forma da Lei სერიალი

16.08.2016 ლათინო-ამერიკული სერიალები 0 0.0
Загрузка...
მაისის ერთ საღამოს, მეგობრულ კოლექტივში, საშინელი ამბავი დატრიალდა. ექვსი მეგობარი: ედუარდო, სელიო, ედგარი, გაბრიელა, ადემირი და ანა-ბეატრისი ისვენებდნენ და დროს სასიამოვნოდ ატარებდნენ. გაბრიელა შემთხვევით გახდა ედუარდოს მკვლელობის მოწმე, რომელიც ანა-ბეატრისს უყვარდა. რამდენიმე ხნის შემდეგ, გამოძიება იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მკვლელობა არასრულფასოვანმა პირმა, ვინმე მორისმა ჩაიდინა. მეგობრები ვერაფრით შეეგუენ ამ ამბავს და პირობა დადეს, რომ როგორც კი დაამთავრებდნენ უმაღლეს სასწავლებელს, თავად შეუდგებოდნენ ამ საქმის გამოძიებას და საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე მიიყვანდნენ საქმეს, რადგან ედუარდოს მკვლელი თავისუფლად დაიარებოდა. ყველაფერი მარტივად და ბანალურად აიხსნებოდა. მკვლელი მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკის, სენატორ ჯონ კარლოს ვეგასის შვილი იყო, რომელსაც დანაშაული მთლიანად მოუხსნეს. ედუარდოს სიკვდილიდან, შვიდი წლის შემდეგ, კიდევ ერთი დანაშაული მოხდა - მოკლული იპოვეს გოგონა, რომელსაც დენიზი ერქვა. ადემირი, რომელიც ჟურნალისტად მუშაობს, საკუთარ გამოძიებას წამოიწყებს. მან ირგვლივ მეგობრები შემოიკრიბა. ახლა უკვე ხუთნი იყვნენ. როგორც აღმოჩნდა, ამ მკვლელობაშიც სენატორის ვაჟი მონაწილეობდა...
ორიგინალური სათაური: Na Forma da Lei
ქვეყანა: ბრაზილია
წელი: 2010
ჟანრი: კრიმინალური
რეჟისორი: ვოლფ მაია,
როლებში: ანა პაულა აროზიო, მარსიუ გარსია, ლუანა პიოვანი, ჰენრი კასტელო, ლეონარდო მაჩადო, კაროლინა ფერაზი

კანონიერად, da Lei, სერიალი, Na Forma
კომენტარები: 0
avatar

Загрузка...