ქეთო და კოტე / Keto and Kote (1948)

30.10.2019 ქართული ფილმები 0 0.0
Загрузка...

მდიდარი ვაჭარი მაკარი გადაწყვეტს თავისი ქალიშვილი ქეთო დიდგვაროვანს მიათხოვოს. იგი მაჭანკალს მიუგზავნის თავად ლევანს, რომელიც ვაჭართან დამოყვრებას იუკადრისებს, მაგრამ, მევალეებით შეწუხებული, მდიდარი საპატარძლოს ნახვას მაინც დათანხმდება. ქეთოზე შეყვარებული კოტე, თავად ლევანის ძმისშვილი, მაჭანკალ ხანუმას დახმარებას სთხოვს, რათა ქეთო ბიძამისზე გათხოვებას გადაარჩინოს. სტუმრების წინაშე ქეთოს მაგიერ საპატარძლოდ გამოწყობილი ხანუმა წარსდგება და მანჭვა-გრეხით თავ-გზას აუბნევს მათ. ქეთო და კოტე მახინჯი საპატარძლოს ხილვით შეურაცხყოფილი ლევანის გაქცევით და საერთო არეულობით ისარგებლებენ და სასწრაფოდ ჯვარს დაიწერენ.
ორიგინალური სათაური: ქეთო და კოტე
ჟანრი: კომედია, მელოდრამა, მუსიკალური
რეჟისორი: ვახტანგ ტაბლიაშვილი, შალვა გედევანიშვილი
როლებში: მედეა ჯაფარიძე, ბათუ კრავეიშვილი, თამარ ჭავჭავაძე, მერი დავითაშვილი, შალვა ღამბაშიძე, პეტრე ამირანაშვილი, თამარ ციციშვილი, ვასო გოძიაშვილი, გიორგი შავგულიძე, სესილია წუწუნავა, ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი

Keto and Kote, ქეთო და კოტე
კომენტარები: 0
avatar