ქსოვილში / In Fabric / Qsovilshi (2019)

08.08.2019 ფილმები 0 0.0
Загрузка...

კომედიური ქორორი სამხრეთ ინგლისში მდებარე მაღაზიის და დაწყევლილი წითელი კაბის სისხლიან ამბის შესახებ, რომელიც იდეალურად ერგება იმ ქალებს, რომლებსაც მისი მორგების უბედურება მიეცემათ. ფილმის პირველი ნაწილის მთავარი გმირი ცოტა ხნის წინ განქორწინებული ბანკში მომუშავე მოლარე შილაა, რომელიც მოზრდილ ვაჟთან ერთად ინგლისის ღარიბულ რაიონში ცხოვრობს. შილა თავისი პირადი ცხოვრების შეცვალს გადაწყვეტს, და პაემნისთვის ტელევიზორში ნანახი ახლი კაბის შესაძენად დიდ სუპერმარკეტში წავა, სადაც საშინელი გარეგნობის მქონე გამყიდველი შილას პრეზენტაბელური წითელი კაბის ყიდვას დაჟინებით შესთავაზებს. მთავარი გმირი კაბას ყიდულობს, მაგრამ ამ კაბის პირველივე მორგების შემდეგ მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცევა: მის სხეულს საშინელი ლაქები დაფარავს. მეორე ნაწილში წითელი კაბის მსხვერპლი სარეცხი მანქანების სპეციალისტი და მისი საცოლე აღმოჩნდებიან, რომლებიც დაწყევლილ კაბას მეგობრების მეშვეობით მიიღებენ.
ორიგინალური სათაური: In Fabric
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
ჟანრი: საშინელება, კომედია
რეჟისორი: პიტერ სტრიკლენდი
როლებში: გვენდოლინ კრისტი, სიდსე ბაბეტ კნუდსენი, მარიან ჟან-ბაპტისტი, კაროლინა კატცი, ჯულიან ბერეტი, ჰეილი სკვაირსი, ლეო ბილი, რიჩარდ ბრემერი, სტივ ორამი, სიუზანა კაპელიარო

In Fabric, ქსოვილში, Qsovilshi
კომენტარები: 0
avatar