მკვლელობის რეჟიმი / Kill Mode (2019)

26.01.2020 ფილმები 0 0.0
Загрузка...
2017 წელია. რვა წელია გასული საშინლად გადამდები, ლეტალური ვირუსის გამოჩენიდან. მსოფლიოს ფარმაცევტული კორპორაცია მართავს, რომელიც ვირუსის სამკურნალო პრეპარატების დისტრიბუციას ეწევა, თუმცა ძალიან მაღალ ფასად, რითაც მოსახლეობას სიღარიბესა და წამალზე დამოკიდებულებაში ამყოფებს. დევიდ ოსკარი ბრძოლას შეეშვა, იმედი დაკარგა და ერთ პატარა უკანონო კლინიკაში იმალება. დევიდი „ფლაქსის“, წინააღმდეგობის მოძრაობის ყოფილი წევრია, რომელსაც მედია ტერორისტულ მოძრაობად მოიხსენიებს. ორგანიზაცია დარწმუნებულია, რომ დაავადებაზე პასუხისმგებელი თვითონ კორპორაციაა. დევიდს, რომელიც წლებია წარსულს ემალება, „ფლაქსის“წევრები მოძებნიან, დაიყოლიებენ ერთ მნიშვნელოვან მისიაში მიიღოს მონაწილეობა, რაც მათი რწმენით, ამ დაავადების განკურნებით დასრულდება. რასაც ისინი აღმოაჩენენ, როდესაც კომპანიის საიდუმლო დაწესებულებაში შეაღწევენ, წამალი კი არ არის, არამედ გოგონა, სახელად მოლი. იგი ტყვედ ჰყავდათ და ექსპერიმენტების ობიექტად იყენებდნენ ...
ორიგინალური სათაური: Kill Mode
ქვეყანა: ნიდერლანდიები
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, ფანტასტიკა
რეჟისორი: Thijs Meuwese
როლებში: დეივ მანტელი, ჯულია ბეთილანი, იასმინ ბლეიკი, კირიელ გუდსი, ტედ ნილი, მანუკ ვან დერ მიულენი, რეინ ვან დევენინბოდენი, ანდრე დონგელმანსი, მარეილი ლაბონტი

მკვლელობის რეჟიმი, Kill Mode
კომენტარები: 0
avatar

Загрузка...