დამატება

მოქსი / Moxie (2021)

24.05.2021 - 21:32
ამავე სახელწოდების თინეიჯერული რომანის ეკრანიზაცია 16 წლის ვივიან კარტერის შესახებ, რომელსაც ყელში ამოუვიდა, რომ მისი პატარა ქალაქის სკოლაში ბიჭებს ყველაფრის გაკეთების უფლება აქვთ. მას აღარ სურს სკოლის დერეფანში სექსისტური ხუმრობებისა და შევიწროების ატანა. მაგრამ ყველაზე მეტად ის სულელური და უაზრო წესების დაცვით დაიღალა. მისი დედის მეამბოხე წარსულით შთაგონებული ვივიანი ფემინისტურ ბროშურებს სახელწოდებით “მოქსი”-ს ქმნის და მათ სკოლის მოსწავლეებს შორის ანონიმურად ავრცელებს. ის, რაც მისთვის განმუხტვის საშუალება უნდა ყოფილიყო, მოულოდნელად სკოლაში მრავალ გოგონაში ჰპოვებს გამოხმაურებას. ძალიან მალე ახალგაზრდა გმირი ხვდება, რომ მან ნამდვილი რევოლუციური ბრძოლა დაიწყო გოგონების უფლებებისთვის, რაც სკოლის მასშტაბით რისხვას გამოიწვევს.
ორიგინალური სათაური: Moxie
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა, კომედია, მუსიკალური
რეჟისორი: ემი პოლერი
როლებში: ჰედლი რობინსონი, ლორენ ცაი, ალიცია პასკუალ-პენა, ნიკო ჰირაგა, საბრინა ჰესკეტი, პატრიკ შვარცენეგერი, სიდნი პარკი, ანჟელიკა ვაშინგტონი, ემილი ჰოპერი, ჯოზი ტოტა

მოქსი / Moxie (2021)
კომენტარები (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.