დამატება

ნამსხვრევები (სერიალი) ქართულად / Paramparça (2014)

06.03.2020 - 22:09

სერიალის სიუჟეტი მომხიბვლელი ქალბატონის, გიულსერენის რომანტიული სიყვარულის ფონზე ვითარდება. მან უკვე მოასწრო ცხოვრებისგან მწარე გაკვეთილების მიღება და ყოფილ მეუღლესთან განქორწინება. ქალი სტამბულის ღარიბებით დასახლებულ კვარტალში ცხოვრობს. იგი დილიდან დაღამე-ბამდე შრომობს და მისი ყოფის მდგომარეობას, ამაყი და ამბიციური ქალიშვილი ჰაზალი კიდევ უფრო ამძიმებს... სერიალის მეორე გმირი - ჯიჰანი, სიმპათიური და თავდაჯერებული მამაკაცი, საკმაოდ მდიდარია და რადიკალურად განსხვავებულ სამყაროში ცხოვრობს. მდიდარ ბიზნესმენსა და რამდენიმე ელიტური რესტორნის მფლობელს, ოჯახი ჰყავს: მეუღლე დილიარა და ორი შვილი. ჯიჰანმა ვერ ააწყო მასთან ბედნიერი ურთიერთობა, მაგრამ ჯერჯერობით, ერთად ცხოვრებას განაგრძობენ. ამ ორ ოჯახს, ერთმანეთთან იდუმალებით ჩახლართული ისტორია აკავშირებს, რაც ერთი შემთხვევის ნიადაგზე წარმოიქმნა. ეს შემთხვევა კი - სამშობიაროში მოხდა...
ორიგინალური სათაური: Paramparça
ჟანრი: თურქული სერიალები, დრამა
რეჟისორი: ჯევდეთ მერჯანი
როლებში: ნურგიულ იეშილჩაი, ერქან პეთექაია, ებრუ ოზქანი, ნიურსელ ქიოსე, ალინა ბოზი, ლეილა თანლარი



ნამსხვრევები (სერიალი) ქართულად / Paramparça (2014)
კომენტარები (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.