ყუბილაი, ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი იყო, რომელიც მონღოლეთის დიდი ყაენის მუნქეს დროს (1251-1259) ჩინეთის დასაპყრობად გაგზავნილი არმიის მეთაურად დანიშნეს. მუნქეს სიკვდილის შემდეგ, მან ყაენის ტახტი მიიტაცა. 1260 წელს დედაქალაქი ყარაყორუმიდან ჩინეთის ტერიტორიაზე (თავდაპირველად კაიფინში, ხოლო, 1264 წელს - ჯუნდუში, ახლანდელი პეკინი) გადაიტანა. 1271 წლის 18 დეკემბერს ჩინგიზიდების მონღოლურ დინასტიას ჩინური სახელი იუანი უწოდა, ხოლო, 4 სახელმწიფოდ დაშლილ (ჰულაგუიანები, ოქროს ურდო, ჩაღათას ულუსი და დიდი ყაენის იმპერია) მონღოლთა იმპერიას სახელი შეუცვალა და იუანის დინასტია დაარქვა. 1278 წელს დაიპყრო ბირმა, ხოლო -1279 წელს დაასრულა სამხრეთ სუნის იმპერიის დარბევა და ამით მთელი ჩინეთი დაიმორჩილა.
ჩინეთისა და ბირმის დაპყრობის შემდეგ, ყუბილაიმ დაიწყო ბრძოლა მთლიანი ინდოჩინეთის დასამორჩილებლად. 1274, 1281 და 1293 წლებში შეუტია იაპონიას, მაგრამ უშედეგოდ.
მრავალი წარმატების მიუხედავად, ყუბილაის ბევრი მოძულე გამოუჩნდა მონღოლეთში. ამას განაპირობებდა მისი მიგრირება ჩინეთში და რელიგიური შეხედულებები. მას მალევე მოუწია საკუთარ ნათესავთან, კაიდუსთან ბრძოლა დიდი ყაენის ტახტისთვის. კაიდუ ყოფილი დიდი ყაენის, უგედეის შვილიშვილი იყო და თავს ტახტის მემკვიდრედ თვლიდა. ნათესავებს შორის დაპირისპირება დიდ ხარჯად და სისხლისღვრად დაუჯდათ ჩინგიზიდებს.
ყუბილაი იყო შემწყნარებელი და სამართლიანი მმართველი. მან დააფინანსა ჩინეთის ისტორიაში უდიდესი თეატრის მშენებლობა, მოიწვია ტიბეტელი ლამები, არაბი ასტროლოგები. უყვარდა პოეზია და თავადაც წერდა ლექსებს ჩინურ ენაზე. მის დროს მონღოლეთსა და ჩინეთს ესტუმრა ცნობილი ვენეციელი მოგზაური, მარკო პოლო.
ყუბილაი-ყაენი გარდაიცვალა 1294 წლის 18 თებერვალს, 78 წლის ასაკში. მის შემდეგ იუანის დინასტიისა და მონღოლეთის იმპერატორი გახდა მისი შვილიშვილი, თემურ-ყაენი.
ორიგინალური სათაური: Kublai Khan
ქვეყანა: ჩინეთი
წელი: 2013
ჟანრი: დრამა, ბიოგრაფიული, ისტორიული
რეჟისორი: სიუ მინ ცუი
როლებში: ჰუ ცზიუნი, ჩარმეინ სე, ვენიან საი, იე ვუ, გოციან ტა, ჰაო ფა, სტივენ მა, ლუი რაი, ბა სენი
ორიგინალური სათაური: Kublai Khan
ქვეყანა: ჩინეთი
წელი: 2013
ჟანრი: დრამა, ბიოგრაფიული, ისტორიული
რეჟისორი: სიუ მინ ცუი
როლებში: ჰუ ცზიუნი, ჩარმეინ სე, ვენიან საი, იე ვუ, გოციან ტა, ჰაო ფა, სტივენ მა, ლუი რაი, ბა სენი