სამარა / Самара სერიალი

01.09.2016 რუსული სერიალები 0 0.0
Загрузка...

ოლეგ სამარინი, სასწრაფო დახმარების ექიმია. კოლეგებმა და მეგობრებმა მას ზედმეტსახელად შეარქვეს "სამარა". იგი მეამბოხე სულის პატრონია და სულ კამათობს თავის ხელმძღვანელობასთან. ოლეგი ხშირად ხუმრობს პაციენტებზე და ავადმყოფებზე, როცა ისინი გადაუდებელი დახმარებისთვის მიდიან მასთან. ამასთან ერთად, ექიმის ყველა წესსა და კანონს არღვევს, მაგრამ მას ყველაფერი გამოდის ხელიდან, თანაც ძალიან იოლად იძვრენს თავს ურთულესი სიტუაციებიდან. " სამარა" საუკეთესო ქირურგია. მას თავისი სამუშაო გუნდი ჰყავს ფელდშერ ელენასა და მძღოლ მიხაილიჩთან ერთად. ეს გუნდი ავადმყოფ ადამიანებს დიდ დახმარებას უწევს. სამარას აქვს ისეთი საიდუმლო, რასაც ყველას უმალავს. მისი გამჟღავნების შემთხვევაში, ის სამუშაოს დაკარგავს. როგორც ამბობენ - ადრე, თუ გვიან, საიდუმლო მაინც გამჟღავნდება..
ორიგინალური სათაური: Самара
ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2012
ჟანრი: მელოდრამა, დრამა
რეჟისორი: სტანისლავ დრემოვი
როლებში: არტურ სმოლიანინოვი, ლეონიდ გრომოვი, პოლინა ფილონენკო, ევგენია დობროვოლსკაია, ვლადიმირ სიმონოვი, ალექსანდრა მოროზოვა, ლუიზა-გაბრიელა ბროვინა, ოლგა არნტგოლცი

სამარა, სერიალი, Самара
კომენტარები: 0
avatar