ოლგა ჯერ კიდევ სტუდენტობაში თვლიდა მაქსიმს თავის საუკეთესო მეგობრად. მაგრამ, ვაჟი უფრო მეტზე ფიქრობდა, რადგან მასზე გიჟდებოდა. მალე ოლგა, ცოლად გაჰყვა ასაკით მასზე უფროს ბიზნესმენს. 15 წლის შემდეგ, მაქსიმიც წარმატებული ბიზნესმენი გახდა, მან საკუთარი სააფთიაქო ქსელი გახსნა. ის და ოლგა მოულოდნელად შეხვდა ერთმანეთს. ოლგას სამედიცინოზე სწავლა ჯერაც ვერ დაემთავრებინა. მას უკვე დიდი ქალიშვილი ჰყავს. მალე ოლგას მდგომარეობა შეირყევა და მძიმე ვითარებაში ჩავარდება. ქალი საშინელ დეპრესიაშია. აქ მოვლენები თავზარდამცემად ვითარდება. მაქსიმი, რომელსაც ოლგა ისევ უყვარს ქალს გასაჭირის ჟამს არ ტოვებს... ორიგინალური სათაური: Пока смерть не разлучит нас
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: რომან პროსვირნინი
როლებში: ელენა შილოვა, ალექსეი ზუბკოვი, ნიკიტა ტეზინი, ნატალია სოლდატოვა, ნატალია ლუკეიჩევა, ილია ილინიხი, რომან ლადნევი, პოლინა პოლიპჩენკო