შეხვედრა მთაში / Shexvedra mTashi (1966)

20.11.2016 ქართული ფილმები 0 0.0
Загрузка...

ხევსურეთში ფილმს იღებენ. მთიელთა ჩვევებს უკეთ რომ გაეცნოს, მთავარი როლის შემსრულებელი, ესტრადის პოპულარული მომღერალი ლალი მინდელი სოფელში ხევსურულად ჩაცმული, ცხენზე ამხედრებული დადის. იგი შემთხვევით ინჟინერ ვახტანგს შეეჩეხება და თავს ხევსურ მზევინარად გააცნობს. როლში შესული, ვახტანგს დაარწმუნებს, რომ ლალი მინდელი მისი ტყუპი დაა... მზევინარით მოხიბლული ვახტანგი მზად არის მისი გულისთვის ხევსურეთში გადასახლდეს. ლალი მიხვდება, რომ ორმაგ თამაშში სახიფათოდ შეტოპა, ვახტანგს თავის კონცერტზე დაპატიჟებს და სცენაზე მზევინარად გადაცმული გამოვა. ვახტანგი მიხვდება, რომ მზევინარის სახით ნიჭიერი მსახიობი, ლალი მინდელი შეუყვარდა და თავის გულუბრყვილობაზე გაეღიმება.

ორიგინალური სათაური: შეხვედრა მთაში
ქვეყანა: საქართველო
წელი: 1966
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
როლებში: ლეილა აბაშიძე, თენგიზ არჩვაძე, ლალი მესხი, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე, კოტე დაუშვილი, იპოლიტე ხვიჩია, ნუნუ მაჭავარიანი, ელენე ყიფშიძე, დავით ლურსმანაშვილი
IMDb:
პლეიერი

შეხვედრა, mTashi, მთაში, 1966, Shexvedra
კომენტარები: 0
avatar