სიყვარული ტირილს გაიძულებს (თურქული სერიალი) / Aşk Ağlatır (2019)

18.09.2019 თურქული სერიალები 0 0.0
Загрузка...

იუსუფი და ადა პატარა დასახლებაში ცხოვრობენ. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. თუმცა, ადას ბიძას, რომელმაც გოგონა ბავშვობიდანვე აღზარდა, როცა იგი დაობლდა, სულ სხვა გეგმები აქვს დასახული. მას სურს, რომ ადა მდიდარ და გავლენიან კაცზე დააქორწინოს, რომელიც გოგონაზე ორჯერ უფროსია. ადა ეხვეწება ბიძას, რომ ნუ გააყოლებს იმ კაცს, რომელიც არ უყვარს, მაგრამ ის აზრს არ იცვლის, რადგან მოლაპარაკება უკვე შემდგარია. როცა დაუმორჩილებლობისთვის ბიძა ადას სცემს, ხოლო, მისი ხელის მთხოვნელი პრეტენდენტი იუსუფს სიკვდილით დაემუქრება, ახალგაზრდა წყვილი თავის გადასარჩენად სტამბოლისკენ გაიქცევა, სადაც არანაკლები პრობლემები ელოდებათ...
ორიგინალური სათაური: Aşk Ağlatır
ქვეყანა: თურქეთი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: გოქჩენ უსთა
როლებში: დენიზ ჯან აქთაში, ჰაფსანურ სანჯაქთუთანი, ლაჩინ ჯეილანი, პელინ ოზთექინი, დურულ ბაზანი, დენიზ ალთანი, სეზინ ბოზაჯი

Aşk Ağlatır, სიყვარული ტირილს გაიძულებს (თურქული
კომენტარები: 0
avatar