მორცხვი და გულახდილი ხასიათის გოგონა ლი ჩონი, ნამდვილად არ ყოფილა ბედისგან განებივრებული. დედა დიდი ხანია გარდაცვლილად იყო მიჩნეული. ის მარტო დარჩა უმცროს ძმასთან ერთად. ლი ქედმოუხრელად შრომობდა და თანხასაც ინახავდა პატარა, მაგრამ მყუდრო სახლის შესაძენად. ერთ დღეს კი - ჩანაფიქრი ჩაეშალა, რადგან ძმამ ფული მოპარა და უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. ლი ჩონმა ძმის მოძებნა გადაწყვიტა, რათა ამ უსიამოვნო სიტუაციაში გარკვეულიყო.
ჟანრი: აზიური სერიალები, მელოდრამა, კომედია
რეჟისორი: პაკ ჰონკიუნი
როლებში: იუ ენსოკი, კან სორა, კიმ ჰიჩჟონი, კიმ სონო, ლი ხანვი, სონჯე, ოკ ჩჟიონი