დამატება

ცეცხლოვანი ოკეანე / Ocean Flame / cecxlovani okeane (აზიური სერიალი) 2016

15.08.2018 - 15:43
პასიკა ჯერ კიდევ ყმაწვილობის ასაკში იყო, როცა შეიტყო, რომ მამამისს საყვარელი ჰყავდა. ამ ამბავმა ის შეძრა და სახლიდან გაიქცა. გოგონას სწრაფად შემოელია დანაზოგი ფული. ასეთ რთულ ვითარებაში შეხვდა ის მამაკაცს, რომელიც მას ნამდვილ მამასავით მოეპყრო. უცნობმა გოგონა იშვილა, დაეხმარა მას, რომ აზრზე მოსულიყო. თანდათან კი - სამუშაო მისცა იმ კურორტზე, რომლის მფლობელიც თავად იყო. ასე გახდა პასიკა პრესტიჟული დასასვენებელი ადგილის მმართველი, რომელმაც უცხო ადამიანის სახით ნამდვილი მამა იპოვა. პასიკასა და მამობილის ურტიერთობა მუდმივი საჭორაო თემა იყო კურორტის თანამშრომლებისთვის. არავის სჯეროდა მათი მამა-შვილური დამოკიდებულების ამბავის. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ისინი საყვარლები არიან. ამის გამო, ბევრი პრობლემა წარმოიქმნა. როცა კურორტის მეპატრონე ავტოკატასტროფაში დაიღუპა, პასიკამ გადაწყვიტა მუშაობა მიეტოვებინა და თავის სახლში დაბრუნებულიყო, რადგან საყვარელი ადამიანის სიკვდილმა მის ფსიქიკაში მზიმე კვალი დატოვა... მანამდე კი - გოგონა გარდაცვლილი მამობილის ნათესავებს უნდა შეხვდეს. მამაკაცის ყოფილი ცოლი და ვაჟი მტრულად არის განწყობილი პასიკას მიმართ. გარდაცვლილის ვაჟი ტეჩინი მამის ბიზნესის ხელმძღვანელობას აპირებს. თუმცა, მას წარმოდგენა არ აქვს, თუ როგორ განახორციელოს ეს საქმე. მას სჭირდება ადამიანი, რომელმაც იცის კურორტის მართვა და საქმეების წარმოება. ასეთი კი - პასიკაა, რომელიც ვაჟს მამამისის საყვარლად და მისი უბედურების მიზეზად მიაჩნია...
ორიგინალური სათაური: Ocean Flame
ქვეყანა: ტაილანდი
წელი: 2016
ჟანრი: მელოდრამა
როლებში: სტეფანი აუერნიკი, მიკ ტონრაია, სემი, ტანვა სურიაჩაკი, სავიტრი სამილაკი, კუნ ჩე სოლი, პრატ პორამინი, ჩეიჩინტაიანტიმანონი, პიმპან ჩალაინაკუპი

ცეცხლოვანი ოკეანე / Ocean Flame / cecxlovani okeane (აზიური სერიალი) 2016
კომენტარები (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.