თურქული სერიალი მერიემი (ქართულად) / Meryem / turquli seriali meriemi (qartulad) 2017

08.08.2017 თურქული სერიალები 15405 4 3.0
loading...
Загрузка...

თურქული სერიალების მოყვარული ქართველი ქალბატონების სათუთი სულისშემძვრელი, კიდევ ერთი სერიალი, რეჟისორ მუსთაფა შევქი დოღანისგან - "მერიემი". იგი კორეული დორამის - "საიდუმლო სიყვარული"-ს - რემეიკს წარმოადგენს... სერიალის მთავარი გმირი, მერიემი თავაზიანი გოგონაა, რომელიც ყველას უყვარს. ის, გზისპირა სადგურზე მუშაობს. სამუშაოსგან თავისუფალ დროს კი - მამას ეხმარება საცხობში, სადაც პური მზადდება. მერიემს შეყვარებული ჰყავს, რომელიც პროკურორია. მას ოქთაი ჰქვია. შეყვარებულები დაქორწინებას აპირებენ და მომავალის გეგმებს ადგენენ. თუმცა, ყველაფერი წამიერად იცვლება, როდესაც ოქთაი ავარიას გააკეთებს და ადამიანს გაიტანს. მერიემი თავს გაწირავს შეყვარებულისთვის, თავად დაიბრალებს ყველაფერს და ციხეში მის მაგივრად ჩაჯდება... ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მერიემის ცხოვრება რადიკალურად დამძიმდება: ჭორიკნობისგან ენაზე ტყავგაცლილი, მეზობლის ქალები, მას მკვლელს ეძახიან. ამასთან, მერიემს თავს წარმოუდგენელი პრობლემა დაატყდება სავაშის სახით, რომელიც ავარიაში დაღუპული გოგონას შეყვარებულია. ამ ნაბიჭვარს, შურისძიება სურს და მერიემს ცხოვრების დასამარებით ემუქრება...
ორიგინალური სათაური: Meryem
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2017
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: მუსთაფა შევქი დოღანი
როლებში: ფურქან ანდიჩი, აიჩა აიშინ თურანი, აქჩა ჯემალ თოქთაში, სერენაი აქთაში, ბესთემსუ ოზდემირი, აჩეილია თოპალოღლუ

Qartulad, meriemi, Meryem, თურქული, turquli, მერიემი, 2017, ქართულად, seriali, სერიალი
კომენტარები: 4
avatar
1
rodis ideba seriebi?
avatar
0
2
თარგმნისთანავე
avatar
ძალიან კარგი სერიალი, ნეტავ საქართველოშიც გაუშვას რომელიმე არხმა, კარგი იქნება
avatar
-1Spam
4
qartulad rodis dadebt?
avatar


Загрузка...