დამატება

ზღაპარი კერიონის ფერიაზე / Geryongseonnyeojeon / zgapari kurionis feriaze (სერიალი) 2018

05.12.2018 - 20:18
ოკ-ნამ სონი, მშვენიერი გოგონა და ნამდვილი ფერიაა. იგი ბინძურ ადამიანებს შორის არ უნდა იყოს, მაგრამ ერთი მეტყევის საშინელი შეცდომის გამო, მე-13 საუკუნიდან დღემდე ჩვენს სამყაროში ჩარჩა... რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, სწორედ, ეს მეტყევე გახდა მისი პირველი ქმარი და ყველაზე საყვარელი ადამიანი. თუმცა, ერთ დღეს - ის გარდაიცვალა... ოკნამი უკვდავი გახლდათ და ამიტომ მან უბრალოდ გადაწყვიტა - დალოდებოდა მისი ქმრის ხელახალ დაბადებას. თითქმის, 700 წლის შემდეგ, ამჟამინდელ სამყაროში, გოგონა კაფეს თანამშრომელია. სწორედ, აქ გამოჩნდა ორი ვაჟი, რამაც გოგონას ქმრის დაბრუნების გრძნობა ჩაუსახა. ოღონდ, ფერია ვერ მიმხვდარა, თუ რომელია ამათგან რეინკარნაცირებული მისი საყვარელი ქმარი...
ორიგინალური სათაური: Geryongseonnyeojeon
ქვეყანა: სამხრეთ კორეა
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: იუნ-ჩჰოლ კიმი
როლებში: ჩჰვე-ვონ უნი, ჰიონ-მინ იუნი, ჯი-ჰუნ სო, იონ-მი ანი, დუ-შიმ კო, მი-ნა კანი, სუ-ჯინ ჩო, მინ-ჰიუ კიმი, გილ-გან ანი

ზღაპარი კერიონის ფერიაზე / Geryongseonnyeojeon / zgapari kurionis feriaze (სერიალი) 2018
კომენტარები (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.