ინტერვიუ - კინოინდუსტრია

ჯოზეფ გორდონ-ლევიტის ინტერვიუ საჰაერო გასეირნებასა და შთაგონებაზე

24.05.2016 ინტერვიუ 578 0 0.0
Загрузка...

 

გთავაზობთ kinopoisk.ru- ს ჟურნალისტის ინტერვიუს, მსახიობ ჯოზეფ გორდონ-ლევიტთან, რომელმაც რეჟისორ რბერთ ზემეკის 2015 წელს გადაღებულ ფილმში „The Walk“ – „გასეირნება“, მთავარი (ფილიპ პეტის) როლი შეასრულა.

ფილმი ეხება ცნობილ მავთულზე მოსიარულე, ფილიპ პეტის ისტორიას. მან 1974 წელს, დაზღვევის გარეშე გაიარა ნიუ-იორკის ტყუპ ცათამბჯენებზე გაჭიმულ მავთულზე, 400 მეტრის სიმაღლეზე.

რომელი გასეირნება იყო თქვენს ცხოვრებაში ყველაზე სახიფათო?

- იცით, მე ცხოვრებაში არასოდეს შემყრია განსაკუთრებული ხიფათი და ამ მხრივ, თავს იღბლიანად ვგრძნობ. ყოველდღიურად, მსოფლიოში მრავალი ადამიანი ექცევა ხიფათის ქვეშ. ჩემდა სასიკეთოდ, ძირითადად დაცული ვარ და ამის გამო, თავს ბედნიერად ვგრძნობ.

რა მოგწონთ უფრო მეტად - სეირნობა თუ საუბარი?

- საუბრის დროს სეირნობა!

კარგად გამოგდით „სხვის ტყავში ცხოვრება?“

- დიახ, საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს „სხვის ტყავში“. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ მსახიობის სამუშაოს შემადგენელი ნაწილია.

გითამაშიათ ოდესმე პორტატული მიმღებ-გადამცემით?

- დიახ, ბავშვობაში მე მქონდა სათამაშო სადგურები და მეგობრებთან ერთად საიდუმლო მისიებს ვიგონებდი.

რა გაგრძნობინებთ თქვენ ბედნიერების ნამდვილ განცდას?

- კარგი ფილმის ნახვა. დიახ, როცა გამოდიხარ კინოთეატრიდან კარგი განცდებით აღძრული და თავს ბედნიერად გრძნობ.

ახალი ფილმებიდანრომელმა აღგიძრათ მსგავსი განწყობა?

- კარგი კითხვაა. ახლახან ვნახე ბრაიან უილსონის „Love & Mercy“ – „სიყვარული და თანაგრძნობა“, „ბიჩ ბოიზის“ მუსიკასთან ერთად. მსახიობი პოლდ დანო, შთამბეჭდავია...

უყურებთ სერიალს - „მოსიარულე მკვდრები?“

- არა, არასდროს.

რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი მიზანი?

- ვფიქრობ, რომ მინდა მეც ბედნიერი ვიყო და დახმარების გზით, სხვებიც ბედნიერი გავხადო.

რას იტყვით თქვენს „ბოლო გასეირნებაზე?“

- რაც შეეხება „გასეირნებას“, მე საკუთარ თავში - აქ მხოლოდ მოქმედ გმირს ვხედავ, რომელიც არა ჩემსავით გამოიყურება, არამედ სრულიად სხვად. გადამეტებული არ იქნება, თუ ვიტყვი რომ კარგად გამომივიდა.

დაგუფლებიათ ოდესმე, „სეირნობისას სირცხვილის გრძნობა?“

- დიახ.

 

საჰაერო, გორდონ-ლევიტის, და შთაგონებაზე, ჯოზეფ, გასეირნებასა, ინტერვიუ
სულ კომენტარი: 0
avatar