ფილმების განხილვები - კინოინდუსტრია

მარსელი / "Martian" - განხილვა

09.06.2016 ფილმების განხილვები 600 0 0.0
Загрузка...

ცნობილი რეჟისორის, რიდლი სკოტის ფილმი "The Martian" - „მარსელი“, უკანასკნელ ათწლეულში, ერთ-ერთი საუკეთესოა მის ნამუშევრებს შორის. რეჟისორი არც თემატიკისა და არც მთავარი როლის შემსრულებლის, მსახიობ მეთ დეიმონის შერჩევაში არ შემცდარა. თუმცა, განსაკუთრებული წვლილი ბუნებრივია, ამ მხრივ მწერალ ენდი უირის მიუძღვის, რომელმაც შექმნა ეს ისტორია. ფილმის ბიუჯეტი შეადგენს 108 000 000 $. რეიტინგია - IMDb 8.6 მსოფლიო პრემიერა გაიმართა 2015 წლის 24 სექტემბერს. საქართველოში დაგეგმილია ოქტომბერში. ფილმის ხანგრძლივობა 2 სთ-ი და 21 წთ-ია. ფილმმა 2 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, უკვე 55 მილიონი დოლარი მოიპოვა აშშ-ში.

ფილმში მონაწილეობენ მსახიობები: ჯესიკა ჩესთეინი, კრისტენ უიგი, ჯეფ დენიელსი, მაიკლ პენია, შონ ბინი, კეიტ მარა, სებასტიან სტენი, მაკენზი დევისი და სხვები. სცენარის ავტორია - დრიუ გოდარდი. ფილმის პროდიუსერებია:მარკ ჰაფამი, მაიკლ შეფერი, საიმონ კინბერგი და რიდლი სკოტი. ფილმის ოპერატორია დარიუშ ვოლსკი. კომპოზიტორი - ჰარი გერგსონ-უილიამსი. მხატვრებია: რობერთ კაუპერი, მარკ ჰოუმსი, მონიკა ესტანი, ფილ სიმსი და სხვები.

მიუხედავად ამისა, ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში: დეტალებისადმი არასაკმარისი ყურადღება, ამაზრზენი დიალოგები და ოპერატორებისა და სპეცეფექტების შემქმნელების ნამუშევარი - ეს ტრადიციული ტიპიური პროცედურაა ფილმის შექმნისას. ცხადია, რეჟისორის მეცნიერებისადმი დაპირისპირების ფილმისეული ისტორია, თავშივე განწირულია ჩავარდნისთვის.
არც ასტრონავტ უოთნის სასოფლო-სამეურნეო ექსპერიმენტებშია საქმე, რომლის შესახებაც განსაკუთრებული აქცენტები ფილმის პირველ სარეკლამო რგოლებში გაკეთდა. ბოლოს და ბოლოს, თუ ამერიკელი ასტრონავტების ფეკალიებს იმ ქლორის მარილმჟავაში ავურევთ, რომელსაც მარსის ნიადაგი შიცავს, შესაძლოა მართლაც ამოვიდეს რაღაც კარტოფილის მაგვარი მცენარე და საქმე, წყლის მიღების არც იმ ექსტრავაგანტურ მეთოდშია, რითაც მარსელ მელორატორს სურს მაყურებლის გაოცება.
საქმე იმაშია, რომ ფილმში იგნორირებულია მარსი, როგორც თავისთავად პლანეტა. არაფერი რომ არ ვთქვათ ისეთ წვრილმანებზე:

როგორიცაა ატმოსფერული წნევა, რომელიც მარსზე დედამიწასთან შედარებით 160-ჯერ ნაკლებია: როგორ უნდა გადაურჩე მომენტალურ დეკომპრესაციას მას შემდეგ, რაც ლითონის არმატურა მსუბუქ სკაფანდრს გაგირღვევს? რა ეშველება შენს ფილტვებს ატმოსფერული წნევის ამხელა სხვაობისას. სხვას რომ თავი დავანებოთ, შესაძლებელია, თითქმის სამი მეტრი დიამეტრით გარღვეული საცხოვრებელი მოდულის პოლიეთილენის ნაგლეჯით დაფარვისას დედამიწის ატმოსფერული წნევის აღდგენა? რომ არაფერი ვთქვათ დაქვეითებულ გრავიტაციაზე, რომელიც მარსზე დედამიწასთან შედარებით 38% - ია და სხადასხვა უსიამოვნებებზე, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ვერ აიტანს. არაფერს ვამბობთ ძვლის მასაზე და რადიაციაზე.
შესაძლოა წიგნის ავტორმა, მწერალმა ენდი უირისმა არაფერი იცოდა ამის შესახებ, მაგრამ ცნობილ რეჟისორს, რიდლი სკოტს რაღა მოუვიდა, რომელიც NASA-ს სპეციალისტებთან გადიოდა კონსულტაციებს? ცხადია, ყოველივე ზემოთქმული მართლაც წვრილმანია, როცა საქმე ეხება ბრიტანული ფილმების ვეტერან რეჟისორ რიდლი სკოტს.
რაც შეეხება მარსელი „რობინზონ კრუზოს“ როლის შემსრულებელს მეთ დეიმონს, მან ისეთი მოცულობის სამუშაო შეასრულა, რაც ფილმში "პრომეთე", ერთად აღებულ ყველა გმირს არ გამოუვიდა. მსახიობი თავისი ქარიზმით წარმატებულად მანიპულირებს და მაყურებელს აიძულებს სიუჟეტის ყველა მცდარ ფაქტს ფსევდომეცნიერული ახსნა მოუძენბოს. უდავოდ შეიძლება ითქვას, რომ ფილმი „მარსელი“ მეთ დეიმონის სამსახიობო ბენეფისია კიმოსამყაროში.

რაც შეეხება სხვა მსახიობთა დასს, რომელთა შორისაა: ქეით მარა, კრისტენ უიგი, ჯესიკა ჩესტეინი, სებასტიან სტენი, მაიკლ პენი, შონ ბინი და ჯეფ დენიელსი, მათი ფილმში ყოფნა არც იყო აუცილებელი. თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ რეჟისორს ამით ინვენსტორებსა და პროდიუსერებზე სურდა შთაბეჭდილების მოხდენა. ვფიქრობთ, რომ ერთადერთი რამ, რის გამოც ეს ფილმი შეიძლება ფრიადზე შეფასდეს, ეს გადაღების ტექნოლოგიაა, რაც შეიძლება GoPro კამერებს დავაბრალოთ. მაგრამ არა, ეს არ გვაქვს მხედველობაში!
საქმე პლანეტა „მარსის“ უდაბნოსა და გარემოს აეროკინოგადაღებებით მიღწეული სინამდვილეს ეხება! აქ მართლაც შეუდარებელია რეჟისორი და თავად ფილმი დამაინტრიგებელი, რაც კაცობრიობის ოცნებას, გაიგოს თუ რა ხდება ჩვენს უახლოეს მეზობელ პლანეტაზე გასაქანს აძლევს.
ხომ არსებობს ინტერესი! ოდესღაც, იქნებ მართლაც შეძლოს ადამიანმა იქ ფეხის დადგამა და წარმოიდგინეთ დასახლებაც კი...

ვაჟა ჩომახიძე.

მარსელი / Martian განხილვა, Martian, განხილვა, მარსელი
სულ კომენტარი: 0
avatar