ფილმების განხილვები - კინოინდუსტრია

ტელესრიალ"შერლოკის" ბოლო სერიის ფიასკო!

19.01.2017 ფილმების განხილვები 678 0 0.0
Загрузка...

 

ბოლო შედეგების მიხედვით, "შერლოკის" სერიებმა ყველაზე დაბალი რეიტინგი უჩვენეს სერიალის ისტორიის მანძილზე - იტყობინება ბრიტანული ტელეარხი BBC. მეოთხე სეზონის პირველ სერიას 2017 წლის 1 იანვარს  8,1 მილიონმა ბრიტანელმა უყურა. ერთი კვირის შემდეგ, მეორე ეპიზოდს კი - 6 მილონმა, ხოლო, ფინალურ სერიას, რომელსაც ხმამაღალი სათაური "ბოლო საქმე" აქვს - 5,9 მილიონმა.

"შერლოკის" ბოლო სერიამ, ნახვის მიხედვით ანტირეკორდი დაამყარა, სერიალი, რომელმაც ამ ხნის მანძილზე, წარმატებით გაიკვლია გზა "სერიალების" კინოპრემიებისკენ, (მათ შორისაა რამდენიმე  BAFTA - ს და "ემის" ჯილდოები), ვულგარულად რომ ვთქვათ ფინალში "გაბანძდდა".

სტივენ მოფენტის აღნიშნულმა სერიალმა, აქამდე მსოფლიო მაყურებელს დაუსაბუთა, რომ კლასიკას ჰქონდა სრული უფლება ეარსება დროის გარეშე. და ეს მისი არსის ახლებური გააზრებით გახლდათ გამოწვეული. ტელესერიალის თანახმად, შერლოკი - ცივსისხლიანი სოციოპატია, ხოლო, მისი ანტიპოდი - ვატსონი - ემოციური და გულისხმიერი ტიპაჟი. მართალია, მათ დაკარგეს პატრიარქალურ ინგლისში ბრწყინვალება, მაგრამ არავინ მოელოდა თუ ასეთ ფიასკოს განიცდიდნენ. ბოლო სეზონს, არა მარტო ბრიტანელი მაყურებელი, არამედ მსოფლიოს კინომანებიც მთელი სამი წელი ელოდნენ და რა მიიღეს შედეგად? დაახლოებით, ინდური და თურქული სერიალის დონის ზღაპარი!
 

ბოლო სერიის ტრეილერმაც უჩვენა ფინალის ძირითადი ნაკლოვანებები, სიუჟეტის განვითარებისა და ლოგიკური კავშირების (იგი დროისა და სივრცის მიღმა აღმოჩნდა) მთავარი არსის რღვევა. პირველი ეპიზოდი კი -  "ექვსი ტეტჩერი", გადამეტებულად მელოდრამატულია. მომდევნო სერიები კი, საერთოდ არანაირ კავშირში არ არის სიუჟეტის განვითარების ლოგიკურ პროცესთან და მთლიანად ამოვარდა მოვლენათა განვითარების ნორმალური ჯაჭვიდან.

სერიალის სიმბოლური სახელწოდების - "ბოლო საქმე" - მიუხედავად,  პროექტის დასრულებაზე, ჯერჯერობით, არ საუბრობენ და შესაძლოა კიდეც, რომ რეიტინგის შემაშფოთებელმა ვარდნამ, მოტივაცია შეუქმნას პროექტის ავტორებს ახალ მიღწევებამდე აიყვანონ იგი და რაც უფრო მალე მოხდება ეს ამბავი, მით უფრო კარგი მათთვის!

ვაჟა ჩომახიძე

ფიასკო, სერიის, ბოლო, შერლოკის, ტელესრიალ
სულ კომენტარი: 0
avatar