პრემიერა - კინოინდუსტრია

ლეგენდა ტარზანზე / legenda tarzanze / The Legend of Tarzan ფილმი 2016

17.05.2016 პრემიერა 1474 0 5.0
Загрузка...

სათავგადასავლო, მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, გამოგონილი პერსონაჟებით - ედგარ რაის ბეროუზმა შექმნა.

ფილმის რეჟისორი დევიდ იეითსია. სცენარი, ადამ კოზადმა და კრეიგ ბრიუერმა დაწერა. მთავარ როლებში: ალექსანდრ სქარსგარდი და მარგო რობი თამაშობენ. მისი პრემიერა აშშ-ში 2016 წლის 1 ივლისს შედგება, რუსეთში კი - 2016 წლის 30 ივნისს.

ჯონ კლეიტონ III მთელს მსოფლიოში, როგორც „ადამიან-მაიმუნი“ ისეა ცნობილი, მას სახელად ტარზანი ჰქვია. წლები გავიდა მას შემდეგ, რაც ის ლონდონის საზოგადოებას წარუდგინეს და მათ ცხოვრებაში მეტ-ნაკლები ინტერესით შევიდა. დედოფალი ვიქტორია, დაავალებს მას გაიგოს, თუ რა ხდება კონგოში. ტარზანი დაქირავებულ მკვლელ ჯორჯ ვაშინგტონ უილიამსთან გაერთიანდება, რათა კონგო გადაარჩინოს ბოროტი სამხედრო მეთაურისგან, რომელსაც ალმასების გარდა, ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია...

ფილმის ოპერატორია: ჰენრი ბრეჰამი. კომპოზიტორები არიან: ჰანს ციმერი და გრეგსონ უილიამსი.ფილმი კინოკომპანიების: Village Roadshow Pictures, Jerry Weintraub Productions, Dark Horse Entertainment, Warner Bros. ფილმი კინოგაქირავებაშიც გამოვა.ფილმის ბიუჯეტი : 180 მილიონ დოლარს შეადგენს. მწარმოებელი ქვეყანა  - აშშ-ია. ენა - ინგლისურია.

მასალა მოამზადა: ვაჟა ჩომახიძემ

 

The Legend, ლეგენდა, ტარზანზე, ფილმი 2016, of Tarzan, Legenda, tarzanze
სულ კომენტარი: 0
avatar