სერიალების განხილვები - კინოინდუსტრია

აშშ-ს სერიალი: კაცი მაღალ ციხესიმაგრეში / The Man in the High Castle

10.10.2016 სერიალების განხილვები 624 0 0.0
Загрузка...

 

სერიალი დაფუძნებულია ამერიკელი მწერლის ფილიპ დიკის  მეცნიერულ-ფანტასტურ რომანზე "The Man in the High Castle" - "კაცი მაღალ ციხესიმაგრეში", რომელიც 1962 წელს გამოქვეყნდა. თავისი არსით რომანი, ალტერნატიული ისტორიის ჟანრს უფრო განეკუთვნება. 1963 წელს წიგნმა "ჰიუგოს" პრემია დაიმსახურა, როგორც წლის საუკეთესო რომანმა. ალტერნატიული ისტორიის ჟანრში, ეს პირველი ნაწარმოები გახლავთ, რომელმაც ასეთი ღირსეული პრემია დაიმსახურა და ამან აღნიშნული ჟანრის განვითარებას დაუდო საფუძველი არა მარტო აშშ-ში. შემდეგში, ამ ჟანრმა კინემატოგრაფიაშიც მოიკიდა ფეხი. ამ ნაწარმოების საფუძველზე, ამერიკელმა სცენარისტებმა: (ფრენკ სპოტნიცი, ფილიპ კ. დიკი, რობ უილიამსი, ჯეის რიჩდეილი, ტომაზ შნაუზი და ერიკ ოლესონი) შექმნეს წარმოდგენილი სერიალის სცენარი.

 2015 წლის 13 იანვარს, მსოფლიო სატელევიზიო ეკრანებზე გამოვიდა აშშ-ს ორ სეზონიანი ფანტასტური სატელევიზიო პროექტი სახელწოდებით "The Man in the High Кастле". სერიალის შემქმნელი რეჟისორებია: დენიელ პერსივალი, ბრედ ანდერსონი, კარინ კუსამა, ნელსონ მაკორმიკი, კენ ოლინი, მაიკლ რაიმერი, ბრაიან სპაისერი, დევიდ პეტრარკა, დენიელ საკჰაიმი, ქრის ლონგი.
 სცენარის ავტორებია: ფრენკ სპოტნიცი, ფილიპ კ. დიკი, რობ უილიამსი, ჯეის რიჩდეილი, ტომაზ შნაუზი და ერიკ ოლესონი. 
საპროდიუსერო სამსახური გასწიეს: რიდლი სკოტმა, ფრენკ სპოტნიცმა, კრისტიან ბაუტემ, იზა დიკ ჰეკეტმა, კალენ იგანმა, ჯორდან შიენმა და სხვ.
სერიალის ოპერატორებია: გონსალო ამატი და ჯეიმს ჰოკინსონი.
მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის: ჰენრი ჯეკმანსა და დომინიკ ლიუისს.
სერიალის მახატვრული გაფორმება შეასრულეს: დრიუ ბოუტონმა, ლინდა კინგმა, ოდრი ფიშერმა, ჯონათან ლამკასტერმა, ბრემდა მეიერს- ბეპლარდმა.
მონტაჟზე მუშაობდნენ: ჯონ დუდკოვსკი, ჯეისონ სევაჯი, მარტა ევრი, ჯული მონრო, სიდნი ვოლინსკი, ანჯელა კატანაზარო და სხვები.
სერიალი განეკუთვნება: ფანტასტიკის, თრილერისა და დრამის ჟანრებს.

     

2015 წლის დასაწყისში, აშშ-ს ტელეკომპანიამ "Амазон" ნაწარმოების მიხედვით გაკეთებული სცენარის საფუძველზე, ტელესერიალის საპილოტე ეპიზოდები ჩაუშვა წარმოებაში ვიდეოსერვიზ Amazon Prime - საშუალებით. იმავე წელსვე, სერიალის 10 ეპიზოდი (სერია) გამოსცეს. 
სერიალში მოვლენების განვითარებას, თავისი პრეისტორია უძღვის წინ:   
გერმანიამ და იაპონიამ მეორე მსოფლიო ომი მოიგო. ტვინის სიფილისით დაავადებული ჰიტლერი, ხელისუფლებას ჩამოშორდება და მის ადგილს მარტინ ბორმანი დაიკავებს (რომანის მიხედვით, იგი გარდაიცვლება და ფიურერის სკამის დასაკავებლად - გებელსი და ჰეიდრიხი იბრძვის) გერმანია კოლონილურ იმპერიად გადაიქცა, რომელიც "არასრულფასოვან ხალხებს" ანადგურებს. აფრიკაში თითქმის ყველა გაწყვიტეს. რაკეტული ტექნიკის კვლევის პროგრამა, მათ ომში გამარჯვების შემდეგ გააგრძელეს და სერიალის დასაწყისში, გერმანელებს უკვე მზად აქვს საკონტინეტთაშორისო მოქმედი რაკეტული სისტემები. კოსმოსის გამოკვლევის მიზნით, მათ მთვარეზე, მარსსა და ვენერაზე კოსმოსური ხომალდები გაგზავნეს. ამ დროს, ტელევიზია იწყებს ჩამოყალიბებას. ამ სიახლის შესახებ, ეპიზოდის ერთ-ერთი გმირი დანარჩენებს უყვება, როგორც რაღაც დაუჯერებელ გამოგონებაზე.

რაც შეეხება იაპონელებს - ისინი აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონების ნაწილში გაბატონდნენ. მათ მიერ დამყარებულ რეჟიმს შეიძლება უფრო რბილი ეწოდოს, რადგან იაპონელებმა უარი განაცხადეს ადამიანთა გენოციდზე. იაპონელებსა და გერმანელებს შორის საკმაოდ მერყევი წონასწორობა დამყარდა. მათი ყველა შეთანხმება უნდობლობაზეა დაფუძნებული. ისე როგორც ეს იყო რეალური მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აშშ-ს, ავადსახსენებელ სსრკ-სა და  ანტიჰიტლერულ კოალიციებს შორის.

გამარჯვებულმა მოკავშირეებმა, ამერიკა გაიყვეს. მაგრამ, დამარცხებიდან რამდენიმე წლის (15 წლის) შემდეგ, (მოქმედებები ვითარდება 1962 წლიდან) გონიერი ამერიკელები აყალიბებენ ძალიან გასაიდუმლოებულ მიწისქვეშა ორგანიზაციას. ამბოხებულები, ძირითადად დაკავებულნი არიან კინოქრონიკების გავრცელებით, რომელშიც ასახულია მოკავშირეთა არმიაზე გამარჯვება. ამ ფირებით, ნეიტრალურ ზონაში, ორ ამერიკას შორის, მიემგზავრება ახალგაზრდა ქალ-ვაჟი: ჯო და ჯულსი, რომლებიც მზად არიან საკუთარი ძალები მოსინჯონ რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში...

აღნიშნული სერიალის პირველი სეზონი წარმოდგენილია ჩვენს საიტზე და მსურველებს შეგიძლიათ უყუროთ, იმედია გაწბილებულები არ დარჩებით... რაც შეეხება მეორე სეზონს, წვდომისთანავე შემოგთავაზებთ

ვაჟა ჩომახიძე

Castle, აშშს, მაღალ, The Man, ციხესიმაგრეში, კაცი, in the High, სერიალი
სულ კომენტარი: 0
avatar