სიახლეები - კინოინდუსტრია

12 მსახიობი, რომელთაც შეეძლოთ, მეგაროლი შეესრულებინათ, მაგრამ ის სხვას დაუთმეს

27.11.2019 სიახლეები 30 0 5.0
Загрузка...

ძნელი წარმოსადგენია, რას გრძნობს მსახიობი, როცა მის მიერ უარყოფილი ფილმი სუპერმეგაბლოკბასტერი ხდება, დაწუნებული როლის შემსრულებელი მსახიობი კი პრემიებისა და პრიზების უხვ მოსავალს იღებს.

რასელ ქროუ ჰიუ ჯეკმანის ნაცვლად
როლი: როსამახა. „იქს-ადამიანი: დასაწყისი“

თავიდან როლზე რასელ ქროუს დაუძახეს. ის ამ წინადადებით დაინტერესდა, მაგრამ იმ დროისთვის უკვე ისეთი ცნობილი „გლადიატორი“ იყო, რომ ჰონორარის საკითხში მისმა მადამ პროდიუსერებს უკან დაახევინა. მათ როლზე ნაკლებად ცნობილი ჰიუ ჯეკმანი მიიწვიეს, რომელიც ფილმის პრემიერიდან მეორე დღესვე უკვე აღარ იყო უცნობი მსახიობი.

ჯეიკ ჯილენჰოლი ელაიჯა ვუდის ნაცვლად
როლი: ფროდო. „ბეჭდების მბრძანებელი“

ჯილენჰოლი The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში: „მახსოვს, ფროდოს როლზე მისმენდნენ. მაშინ არ გამაფრთხილეს, რომ ბრიტანული აქცენტით უნდა მესაუბრა. კარგად მახსოვს, როგორ მითხრა პიტერ ჯეკსონმა: „და საერთოდ, იცით, რომ ბრიტანული აქცენტი უნდა გქონდეთ?“ ჯანდაბა, მოგვიანებით გავიგე, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე უარესი მოსმენა იყო“.

ლიამ ეკეინი დენიელ რედკლიფის ნაცვლად
როლი: ჰარი პოტერი

ჰარი პოტერის როლზე მთავარი პრეტენდენტი ამერიკელი მსახიობი ლიამ ეკეინი იყო. მიუხედავად 10 წლის ასაკისა, მას უკვე ჰქონდა კინოსა და ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება. ბიჭმა წარმატებით გაიარა სინჯები და ყველას მოეწონა, ჯოან როულინგის გარდა. ბოლო სიტყვა კი მას ეკუთვნოდა - ჯოანს უნდოდა, ფილმში ყველა მსახიობი ბრიტანელი ყოფილიყო. ასე რომ, უბრალოდ, ლიამს არ გაუმართლა, რომ ამერიკაში დაიბადა.

რობინ უილიამსი რობი კოლტრეინის ნაცვლად
როლი: ჰაგრიდი ჰარი პოტერის ფილმებში

რობინ უილიამსმა წარმატებით გაიარა ყველა სინჯი კეთილი გოლიათის როლზე. რატომღაც რომ ვერ გაევლო. თუმცა დაბადების ადგილში არც მას გაუმართლა.

მელ გიბსონი მაიკლ კიტონის ნაცვლად
როლი: ბეტმენი 1989 წლის ფილმში

მელ გიბსონს დიდი შანსი ჰქონდა ბეტმენის როლზე: იმ დროისთვის ის უკვე ცნობილი მსახიობი იყო და შეეძლო, აერჩია. მან იფიქრა, იფიქრა და უარი თქვა. გადაწყვიტა, რომ ფილმი წარმატებული არ იქნებოდა, თუმცა შეცდა. ფილმმა უსაზღვრო რაოდენობის ფული მოაგროვა - მაყურებელს მოეწონა მაიკლ კიტონის ბეტმენი.

გვინეტ პელტროუ კეიტ უინსლეტის ნაცვლად
როლი: როზა დიუიტ ბიუკეიტერი. „ტიტანიკი“

ჯეიმს კამერონმა თავად აარჩია როზას როლზე გვინეტ პელტროუ, მაგრამ მსახიობმა „კატასტროფულ მელოდრამას“ „უბრალოდ მელოდრამა“ – „ფრთხილად! კარები იკეტება“ არჩია. როლი კეიტ უინსლეტს ერგო, გვინეტმა კი საშინლად ინანა თავის გადაწყვეტილება.

ჯეკ ნიკოლსონი ალ პაჩინოს ნაცვლად
როლი: მაიკლ კორლეონე. „ნათია 2“

ჯეკ ნიკოლსონი ფავორიტი იყო „მთავარი მაფიოზის“ როლზე, მაგრამ საბოლოოდ ის მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ იტალიელის როლი იტალიელმა უნდა ითამაშოს, და ადგილი ალ პაჩინოს დაუთმო.

ჯიმ კერი ჯონი დეპის ნაცვლად
როლი: ჯეკი ბეღურა. „კარიბის ზღვის მეკობრეები“

ჯიმ კერიც განიხილებოდა ამ საინტერესო როლზე, მაგრამ მან უარი თქვა კომედია „ყოვლისშემძლე ბრიუსის“ სასარგებლოდ. და როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი სასიკეთოდ მოხდა: ჯონი დეპმა მშვენიერი ჯეკი შექმნა, კერიმ კი შესანიშნავი ბრიუსი. აი, სიქველები კი „კარიბის ზღვის მეკობრეებს“ უფრო მეტი ჰქონდა.

ტიმ როტი ალან რიკმანის ნაცვლად
როლი: სევერუს სნეიპი ჰარი პოტერის ფილმებში

ტიმ როტი მეწამლე პროფესორის როლზე ისინჯებოდა და შესანიშნავად ერგებოდა ამ როლს. ბრიტანული წარმოშობაც ხელს უწყობდა, მაგრამ მსახიობმა „მაიმუნების პლანეტაში“ გადაღება არჩია. გამარჯვებული კი ალან რიკმანი დარჩა, რადგან ტიმ ბერტონის ფილმმა უღიმღამოდ ჩაიარა და ეპოქალური მოვლენა ვერ გახდა.

ტომ კრუზი რობერტ დაუნი-უმცროსის ნაცვლად
როლი: ტონი სტარკი. „რკინის კაცი“

რკინის კაცის შემქმნელები მთავარ როლში მხოლოდ ტომ კრუზს ხედავდნენ და ძალიან დამწუხრდნენ, როცა მისგან უარი მიიღეს. კრუზმა გადაწყვიტა, რომ სცენარი ძალიან სუსტი იყო, ისტორია კი - მოსაწყენი. ტომ კრუზი შესანიშნავი მსახიობია, მაგრამ რობერტ დაუნი-უმცროსმა მოახერხა და რკინის კაცის დაუვიწყარი სახე შექმნა.

ედი რედმეინი კრის პრატის ნაცვლად
როლი: ვარსკვლავური ლორდი. „გალაქტიკის მცველები“

რა არ გამოუვიდა კასტინგის დროს ედი რედმეინს, უცნობია. ეტყობა, საკმარისად ბრუტალური ვერ იყო ვარსკვლავური ლორდისთვის. კრის პრატს გაუმართლა.

ემილი უოტსონი ოდრი ტოტუს ნაცვლად
როლი: ამელი

რეჟისორი ჟან-პიერ ჟენე ოცნებობდა, ამ როლში ემილი უოტსონი ეხილა. სახელიც კი მსგავსი ჟღერადობის მოიგონა. მაგრამ ამ დროისთვის მსახიობი უკვე დათანხმებული იყო „გოსფორდ პარკში“ გადაღებაზე, თანაც საერთოდ ვერ საუბრობდა ფრანგულად. ახლა კი ოდრი ტოტუს გარეშე ამ ფილმის წარმოდგენა უკვე შეუძლებელია.

ავტორი: ირმა ჯოხაძე

 

მაგრამ, 12 მსახიობი, მეგაროლი, სხვას, დაუთმეს, შეესრულებინათ, ის, რომელთაც, შეეძლოთ
სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...