სიახლეები - კინოინდუსტრია

5 სერიალი, რომლებსაც ბოლო სერიამდე ვერ მოსწყდებით

18.11.2019 სიახლეები 64 0 0.0
Загрузка...

ისინი არცთუ მრავალსერიიანია და თქვენი მეგობრები დიდი ხნით არ დაგკარგავენ.

1. „კუნძული“
Apnea, 2019

ხმელთაშუა ზღვის ამ კუნძულის მოსახლეობას არცთუ ისე დალხენილი ცხოვრება აქვს. მათი უმრავლესობა ან მეთევზეობით ირჩენს თავს, ან თევზის საკონსერვო ქარხანაში მუშაობით. თევზჭერა კი დღითი დღე სულ უარესდება. თანაც ამას ერთვება ისიც , რომ მეთევზეები საიდუმლო ვითარებაში იღუპებიან. ამ დროს დაბაში გამოჩნდება იდუმალი უცნობი ძალიან ცუდი დოსიეთი. ქალს ძალიან აინტერესებს ადგილობრივი გოგონა, დიდთვალება და გრძელთმიანი ქლოე.

2. „სიცოცხლისთვის“
Ad vitam, 2018

დედამიწაზე ნათელი მომავლის ხანა დგება: სიბერე დავამარცხეთ და ახლა შეგვიძლია სამუდამოდ ვიცხოვროთ, თანაც ახალგაზრდულად და ლამაზად გამოვიყურებოდეთ. თუმცა ამ სიკეთეს თავისი ბნელი მხარეც აქვს - ადამიანები ბოლოს და ბოლოს იღლებიან უაზრო ცხოვრებით. მოზარდებს, უკვე 23 წლის ასაკში ბეზრდებათ ცხოვრება და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ. პოლიციელი დარიუსი ცდილობს, ამის მიზეზი იპოვოს.

3. „საფეხური“
The Level, 2016

დეტექტივი ნენსი დევლინი ნარკომოვაჭრის საიდუმლოებით მოცული მკვლელობის საქმეს იძიებს. ძიების პროცესში ნენსი არ ამჟღავნებს თავის კავშირს მოკლულთან და იმას, რომ ის თავად იყო მკვლელობის მოწმე.

4. „მეორე მხარეს“
Beyond, 2016-2018

ჰოლდენმა 12 წელი კომაში გაატარა, მაგრამ მას არც კუნთების ატროფია დაემართა და არც დისტროფია. როდესაც ბიჭი ასე მოულოდნელად გამოჯანმრთელდა, მას უთხრეს, რომ საფრთხე ელოდა.

5. „ტბის ზედაპირზე“
Top of the Lake, 2013

დეტექტივი რობინ გრიფონი სამშობლოში, ახალ ზელანდიაში ბრუნდება და ადგილობრივი ნარკობარონის 12 წლის დაკარგული შვილის ძებნაში ერთვება. დაკარგული გოგონა მალავს მოძალადის სახელს, რომლისგანაც ბავშვს ელოდება.

ავტორი: ირმა ჯოხაძე

5 სერიალი, რომლებსაც ბოლო სერიამდე ვერ მოსწყდე
სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...