სიახლეები - კინოინდუსტრია

6 ფილმი ისეთ სიყვარულზე, რომელიც ცხოვრებაში ყველაფერს ცვლის

13.07.2019 სიახლეები 30 0 0.0
Загрузка...

რაც მანამდე იყო, უბრალოდ სიზმრად მოგეჩვენებათ...

1. „შემდეგ“
After, 2019
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ჯენი გეიჯი
მსახიობები: ჟოზეფინა ლენგფორდი, ჰირო ფაინს-ტიფინი, სელმა ბლერი

წყნარი, მორცხვი ტესა კოლეჯში მიდის სასწავლებლად. ის არ გეგმავდა სისულელეების ჩადენას, უბრალოდ თავისთავად გამოვიდა, როცა ინტელექტუალური და სიმპათიური ჰერდონი გაიცნო. ტესასთვის მთელი სამყარო უცებ შეიცვალა და იმას, რაც მანამდე გასაგები ეჩვენებოდა, სხვა თვალით შეხედა. ბევრი კითხვა გაუჩნდა, რომლებზე პასუხების მიღებაც არც ისე მარტივი აღმოჩნდა. მაგალითად, როგორ მოექცეს შეყვარებულს, რომელსაც ძალიან ბევრ რამეს უნდა უმადლოდეს, მაგრამ ის მისთვის საინტერესო აღარაა.

2. „გრეის ორმოცდაათი ელფერი“
Fifty Shades of Grey, 2015
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: დემ ტეილორ-ჯონსონი
მსახიობები: ჯეიმი დორნანი, დაკოტა ჯონსონი, ლიუკ გრაიმსი

ლიტერატურული ფაკულტეტის სტუდენტი ანასტეიშა სტილი თვისი ოცნების პრინცს ხვდება, როცა ინტერვიუსთვის ახალგაზრდა და სიმპათიურ მილიონერთან, კრისტიან გრეისთან მიდის. ერთი შეხედვით, თითქოს არ არსებობს მიზეზი, რომელიც მათ ურთიერთობას ხელს შეუშლის, გარდა ერთისა. და ეს ერთი გრეის ფსიქოლოგიური პრობლემებია. ის სთავაზობს ანასტეიშას შეხვედრების დაწყებას, თუმცა მანამდე კონტრაქტზე ხელის მოწერას სთხოვს. გოგონა ხვდება, რომ ეს რაღაც ბოდვაა, თუმცა ამოუცნობის გაგების სურვილი, ძალაუფლება, ფული და თაყვანისმცემლის მომხიბვლელობა ცივი გონებით განსჯის უნარს აკარგვინებს და აიძულებს, მთელი თავით გადაეშვას ამ ეროტიკულ ავანტიურაში.

3. „მთვარის შუქის მაგია“
Magic in the Moonlight, 2014
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: ვუდი ალენი
მსახიობები: აილინ ეტკინსი, კოლინ ფერტი, ჰამიშ ლინკლეიტერი

ამ კომედიურ მელოდრამაში სახელოვანი ილუზიონისტი ცდილობს, გამოააშკარაოს შარლატანი, რომელსაც თითქოსდა აქვს უნარი, სულები გამოიძახოს და მათ ესაუბროს. ოღონდ ეგაა, რაც უფრო მეტად უახლოვდება მას, მით უფრო მეტად აღარ უნდა, სიმართლეს თვალი გაუსწოროს.

4. „ტელმა“
Thelma, 2017
ქვეყანა: ნორვეგია
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: იოაკიმ ტრიერი
მსახიობები: ელი ჰარბოა, კაი უილკინსი, ჰენრიკ რაფაელსენი

ტელმა სასწავლებლად ოსლოში მიემგზავრება. უკან დარჩნენ მშობლები, რომლებიც მას ქრისტიანული რელიგიის კანონებით ზრდიდნენ. გოგონა თავისუფლებით ტკბება, თუმცა თავიდან ძალიან თავშეკავებულად იქცევა: სწავლობს, თავს ზედმეტის უფლებას არ აძლევს, წვეულებებს არ ესწრება. მერე კი პირველი სიყვარული დაატყდება თავს - ტელმა შეხვდება ანას. ეს აკრძალული გრძნობა და მასთან დაკავშირებული სულიერი ტანჯვა მასში ძალიან უცნაურ, გაუკონტროლებელ ძალას აღვიძებს.

5. „შენთან შეხვედრამდე“
Me Before You, 2016
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: თეა შროკი
მსახიობები: სემ კლაფლინი, ემილია კლარკი, ვანესა კირბი

ლუმ სამსახური დაკარგა. უილს კი ავარიის შემდეგ სიხარულის განცდა აღარ შეუძლია. შეხვედრის შემდეგ კი ისინი უკეთესობისკენ ცვლიან ერთმანეთის ცხოვრებას.

6. „ბინძური ცეკვები“
Dirty Dancing, 1987
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ემილ არდოლინო
მსახიობები: ჯენიფერ გრეი, პატრიკ სუეიზი, ჯერი ორბაკი

ვნებიან ცეკვაში გამოხატული სიყვარულის ისტორია. გოგონა - ლამაზმანი მდიდარი ოჯახიდან. ბიჭი - სიმპათიური მოცეკვავე, რომელსაც გროშიც კი არ აბადია. ამ ორს ცეკვის სიყვარული აერთიანებს, თუმცა ერთმანეთის სიყვარულის გარეშე ისინი ასეთი ვნებით ვერ იცეკვებდნენ.

ავტორი: ირმა ჯოხაძე

წყარო

ცხოვრება, ფილმი, ყველაფერი, სიყვარული
სულ კომენტარი: 0
avatar