სიახლეები - კინოინდუსტრია

7 ფილმი მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ვეღარაფერი გააოცებს!

28.03.2019 სიახლეები 64 0 0.0
Загрузка...

ამისთვის მათში ყველაფერია - მოლოდინი, დაძაბულობა, გაბედულება, რომანტიკა, სიურპრიზები... არჩევანი კი თქვენზეა.

1. „კეთილი იყოს სახლში დაბრუნება“
წელი: 2018
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: თრილერი
რეჟისორი: ჯორჯ რეტლიფი
მსახიობები: აარონ პოლი, ემილი რატაკოვსკი, რიკარდო სკამარჩიო

ბრაიანი და კესი მდიდრულ ვილაზე მიდიან განსამარტოებლად, რათა ყოველდღიურ სიუიტას მოსწყდნენ და თავიანთ ურთიერთობაში ვნება და რომანტიკა დააბრუნონ. ოღონდ აღმოჩნდება, რომ მეზობლად ცხოვრობს იტალიელი, რომელსაც ძალიან უყვარს თამაში და ფსიქოლოგიური მახეების დაგება.

2. „წვეულება“
წელი: 2017
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
ჟანრი: დრამა, კომედია
რეჟისორი: სელი პოტერი
მსახიობები: კილიან მერფი, ემილი მორტიმერი, პატრიცია კლარკსონი

წვეულებაზე რამდენიმე მეგობარი იკრიბება, რათა დიასახლისის, ჯანეტის, ბრიტანეთის პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის მინისტრად დანიშვნა აღნიშნონ. ყველა ისე დაკავებულია მილოცვებით, რომ ვერავინ ამჩნევს ოჯახის უფროსს, რომელიც დათრგუნული და ჩაფიქრებული ზის კუთხეში. როცა ის, ბოლოს და ბოლოს, ხმას ამოიღებს, მოვლენები უსწრაფესად ვითარდება და „კარადებიდან ჩონჩხები ცვივა“.

3. „დამნაშავე“
წელი: 2018
ქვეყანა: დანია
ჟანრი: თრილერი
რეჟისორი: გუსტავ მიულერი
მსახიობები: აკობ სედერგრენი, ჯესიკა დინაჟი, ომარ შარგავი

სამაშველო სამსახურში შეშინებული ქალის ზარი შედის: ის ქმარმა მოიტაცა და გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავს, სახლში მარტო დარჩა ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ოფიცერ ასგერ ჰოლმს, რომელიც ვალდებულია, სიგნალი მიიღოს და ის პატრულს გადასცეს, არ შეუძლია, მშვიდად იჯდეს და ელოდოს. ის თვითნებურად იწყებს გამოძიებას, მიუხედავად უფროსის ბრძანებისა, დაუტოვოს ეს საქმე ოპერატიულ მუშაკებს.

4. „ბატონი და ქალბატონი ადელმანები“
წელი: 2017
ქვეყანა: საფრანგეთი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ნიკოლას ბედოსი
მსახიობები: დორია ტილიე, ნიკოლას ბედოსი, დენი პოდალიდესი

ვიქტორმა და სარამ 45 წელი იცხოვრეს ერთად. კაცი - წარმატებული მწერალი, ქალი - კლასიკური ლიტერატურის მაგისტრი. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, სარა ჟურნალისტს თანხმდება, რომელიც ვიქტორის ბიოგრაფიას წერს, მოუყვეს მათი ურთიერთობის შესახებ: ვნებების, განხეთქილებების, სინაზის, სიცივის. დროდადრო ის ალამაზებს კიდეც ისტორიას.

5. „უცნაური სახლი“
წელი: 2017
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
ჟანრი: დრამა, მისტიკა
რეჟისორი: ჟილ პაკე-ბრენერი
მსახიობები: მაქს აირონსი, გლენ გლოუზი, კრისტინა ჰენდრიქსი

მდიდარი არისტიდ ლეონიდისის მამული იმდენი ექსცენტრიკული მკვიდრითაა სავსე, რომ, როცა მამულის პატრონს მკვდარს პოულობენ, ეჭვმიტანილი ხდება თითოეული მათგანი. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ, გამოიცნოთ, ვინ არის მკვლელი, სანამ მას დეტექტივები მიაგნებენ?

6. „შავი პეპელა“
წელი: 2017
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: თრილერი
რეჟისორი: ბრაიან გუდმანი
მსახიობები: ანტონიო ბანდერასი, ჯონათან რიზი, პაიპერ პერაბო

შემოქმედებითი კრიზისის ზღვარზე მყოფმა მწერალმა არ იცის, როგორ შექმნას შედევრი. და ამ დროს მის სახლთან მიდის მაწანწალა, აშკარა კრიმინალური წარსულით, რომელიც მას დახმარებას სთავაზობს. ღამე მწერალს ტყიდან ქალის კივილი ესმის და მეორე დღეს იგებს, რომ დაბაში ქალი დაიკარგა.

7. „ლუის დრექსის მეცხრე სიცოცხლე“
წელი: 201
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
ჟანრი: თრილერი
რეჟისორი: ალექსანდრ აჯა
მსახიობები: ჯეიმი დორნანი, ეიდენ ლონგუორტი, სარა გადონი

ცხრა წლის ლუი უფსკრულში გადაიჩეხა და დაიღუპა, რამდენიმე საათის შემდეგ კი გაცოცხლდა და ახლა კომაშია. მაგრამ ისე წყნარად კი არ წევს, როგორც უნდა იწვეს, არამედ აქტიურად ხედავს ნაირ-ნაირ სიზმრებს. სიზმრებში ხდება რაღაც საინტერესო და მას შეუძლია, უკარნახოს პასუხი კითხვაზე, რა დაემართა ბავშვს სინამდვილეში. თუმცა ამისთვის მის სიზმრებში შეღწევაა საჭირო.

ავტორი: ირმა ჯოხაძე

7 ფილმი
სულ კომენტარი: 0
avatar