სიახლეები - კინოინდუსტრია

ახალი თუქრული სერიალი - დიდებული დუეტი (ბრწყინვალე ორეული) / Muhtesem Ikili (მიმოხილვა) 2018

09.11.2018 სიახლეები 132 0 0.0
Загрузка...

2018 წლის პირველ ნოემბერს თურქულ ტელევიზიაში გაეშვა ახალი მძაფრსიუჟეტიანი და კრიმინალური ჟანრის სერიალი - დიდებული დუეტი (ბრწყინვალე ორეული) / Muhtesem Ikili - სერიალის რეჟისორია ჩაგათაი თოსუნი. სერიალის  სცენარი შექმნილია ცნობილი სცენარისტების: ბასარ ბასარანისა და ემრე ოზდურის მიერ.  პროდიუსერული საქმიანობა გასწიეს: ეროლ ავჯიმ და ენგინ სარიმ. სერიალის მუსიკალურ გაფორმებაზე მუშაობდნენ კომპოზიტორები:  ზეინეპ ალასია, ალპაი გოლთექინი და ჯანერ ოზქანი. მხატვრული გაფორმება კი - ბურჰან თურქსა და იასემინ აქდასს ეკუთვნის. 

მთავარ როლებში მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები: იბრაჰიმ ჩელიქოლი, ქერემ ბურსინი, ოიქიუ ქარაელი, ოზგე გურელი, ზაფერ ალგიოზი, ენგინ შენქანი, ერენ ჰაჯისალიოღლუ. სერიალის მთავარი გმირებია: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების ორი ყველაზე ამბიციური კომისარი. ერთი მათგანი, მერთ ბარჯა ანატოლიის მხარეს წარმოადგენს, მეორე კი - მუსტაფა ქერიმ ჯანი, თურქეთის ევროპული ნაწილისას. 

ნარკოდილერების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეგმილი ოპერაციის წარმატებულად გახორციელებისთვის, მათ თავიანთი ძალების გაერთიანება მოუწევთ. თუმცა, ეს ორი გმირი, მრავალი წლის მანძილზე ერთმანეთს დაშორებული იყო და ამჯერად, საერთო მტერმა დააკავშირა. სამართალდამცავების მტრები ძლიერები არიან და მათ წინააღმდეგ ბრძოლა რთულ საქმეს წარმოადგენს, ამიტომ კომისრებმა ურთიერთწყენა უნდა დაივიწყონ.

მართალია, მთავარი გმირები ძალიან წარმატებულები არიან სამსახურებრივ საქმიანობაში, მაგრამ მათ პირად ცხოვრებაში არ გაუმართლათ. ბარჯა, ჯერ კიდევ ვერ შეგუებია საყვარელი ცოლის სიკვდილს. მუსტაფა კი - ცოლს გაყრილია და ეს ძუკნა, დღემდე სიგიჟემდე უყვარს. სერიალის მსვლელობის ბოლომდე, მთავარ გმირებს დიდი ძალისხმევა მოუწევთ როგორც ბოროტმოქმედთა წინაარმდეგ ბრძოლაში, ისე საკუთარ გრძნობებთან განმკლავებაში...

აღნიშნული სერიალის ნახვა შეგიძლიათ ჩვენს პორტალზე - ambioni.com - კატეგორიაში "თურქული სერიალები".

ambioni.com - ისთვის

მასალა მოამზადა: ვაჟა ჩომახიძემ

იხილეთ კადრები სერიალიდან:

 

თუქრული, დუეტი, Ikili, სერიალი, დიდებული, ახალი, Muhtesem, ბრწყინვალე, ორეული, მიმოხილვა
სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...