სიახლეები - კინოინდუსტრია

ახალი თურქული დრამა - აზიზე / Azize (სერიალი) 2019

29.10.2019 სიახლეები 66 0 5.0
Загрузка...

სულ მალე, ტელეარხ D - ზე, მაყურებელი ცნობილი თურქი რეჟისორის ვოლქან ქოჯათურქის დრამის ჟანრის ახალ ნამუშევარს იხილავს. მისი გადაღებები ახლახან დასრულდა. სურათში მთავარ როლებს, ასევე, ცნობილი მსახიობები: ჰანდე ერჩელი (აზიზეს როლში) და ბუგრა გიულსოი (ქართალის როლში) - ასრულებენ.
პროექტზე მუშაობდნენ სცენარისტები: ბასარ ბასარანი, მერიემ გიულთაბაქი და ემრე ეზდიური. პროდიუსერულ საქმიანობას ეწეოდნენ: ინჯი და ისმაილ გიუნდოგდუები.

სტამბოლი, თურქთა დედაქალაქი - უძველესი, უზარმაზარი და ულამაზესი მეგაპოლისი... აქ ორი ახალგაზრდა: აზიზე და ქართალი ცხოვრობს, რომლებიც ჯერ ერთმანეთს არ იცნობენ. აზიზე - თავაზიანი, ლამაზი და მიზანდასახული გოგონაა, რომელიც მშობლების მუდმივი ზედამხედველობისგან გადაიღალა...და ის, ერთ მშვენიერ დღეს, უკეთესი ცხოვრების და ბედის მოძებნის მიზნით, მამის სახლიდან გაქცევას გადაწყვეტს.

რაც შეეხება ქართალს, იგი მიზანდასახული და თამამი ახალგაზრდაა, რომელიც სხვის დაუხმარებლად იბრძვის დასახული მიზნების მისაღწევად. მას სირთულეების არ ეშინია. ქალ-ვაჟის შეყრა, სრულიად შემთხვევით მოხდა. მაგრამ წამის მზერაც საკმარისი აღმოჩნდა იმის მისახვედრად, რომ ისინი ერთმანეთის გასაბედნიერებლად იყვნენ შექმნილები... თუმცა, როგორც თურქულ დრამატურგიას სჩვევია, იქ სადაც სიყვარულია, გველივით ჩასაფრებულია ბოროტებაც... ავსულები ყოველ ღონეს მიმართავენ ახალგაზრდების დასაშორებლად... მიუხედავად უამრავი აბსურდისა, ჭორისა, ტრაგიკული ქმედებებისა და ღალატისა, გმირები საკუთარი გრძნობების სწორად ახსნასა და ჭეშმარიტებისკენ მიმართვას შესძლებენ...

ავტორი: ვაჟა ჩომახიძე

თურქული, სერიალი, აზიზე, 2019, დრამა, Azize, ახალი
სულ კომენტარი: 0
avatar