სიახლეები - კინოინდუსტრია

ამერიკელი მსახიობი ხოაკინ ფენიქსი ჯოკერის როლს შეასრულებს

16.02.2018 სიახლეები 256 0 0.0
Загрузка...

ცნობილიამერიკელი მსახიობი ხოაკინ ფენიქსი ჯოკერის როლს შეასრულებს. როგორც ამერიკული მედია წერს, ახალი კინოროლის შესახებ Warner Bros-თან მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, რეჟისორი ტოდ ფილიპსი ამტკიცებს, რომ ფენიქსი ამ როლის მთავარი პრეტენდენტია. პროდუსერი გასული წლის ბოლოს შეხვდა მსახიობს და ელოდება სტუდიასთან მოლაპარაკებების დასრულებას.

აღსანიშნავია, რომ "თვითმკვლელთა რაზმში“ ჯოკერის როლზე ჯარედ ლეტო დამტკიცდა. მისთვის იმ გმირის გათავისება, რომელიც ოდესღაც ჯეკ ნიკოლსონმა და ჰიტ ლეჯერმა ითამაშეს, საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

ფილმის პრემიერა 2016 წლის 4 აგვისტოს შედგა. ხოლო თუ როდის გამოვა ახალი ფილმი უკვე მსახიობ ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით ჯერ უცნობია.

ხოაკინ ფენიქსს აღიარება მოუტანა იმპერატორ კომოდუსის როლმა ფილმში „გლადიატორი“ და მუსიკოს ჯონი კეშის როლმა ფილმში „იარე ზღვარზე“.

წყარო:  imedinews.ge

ფოტო: facebook

ჯოკერის, ამერიკელი, მსახიობი, შეასრულებს, ფენიქსი, ხოაკინ, როლს
სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...