სიახლეები - კინოინდუსტრია

არ გამიშვა (თურქული სერიალი) / Beni birakma / ar gamishva (turquli seriali) 2018 (ჩვენს პორტალზე) მიმოხილვა

17.08.2018 სიახლეები 494 0 0.0
Загрузка...

პროექტის სცენარის ავტორებია: დენიზ აიდენქი / Deniz Aydenk, და ნეჯათი ქუჩუქაზაი / Necati Küçükazay. საპროდიუსერო საქმიანობას ცნობილი პროდიუსერი ნულგუნ საიაშარი უძღვებოდა, სერიალის ოპერატორი კი - ამ საქმეში კარგად გამოცდილი მუსთაფა ექმექჩი / Mustafa Ekmekçиგახლავთ. როლებს ასრულებენ ახალგაზრდა თურქი მსახიობები, რომლებიც სულ ახლახან გამოჩნდნენ მშობლიურ კინემატოგრაფში. ესენია: ემრაჰ აქდუმანი, ესენგულ აირექი, ოზლემ ბოიაჯი, აიჩა ბოქუმაჯი, ნეჯდეთ ერდემი, მითჰათ ერდემლი, სქრ მასათი და სხვანი.
 

სერიალი გადაღებულია ამ ჟანრის ტანამედროვე ტექნოლოგიური აპარატურით. პერსონაჟთა განსახიერების ვიზაჟი ნოვატორულია, უფრო დახვეწილი და დამაჯერებელი, რაც ხშირად აკლია ნაჩქარევად გადაღებულ თურქულ პროექტებს. სერიალი დრამულ და მელოდრამულ მომენტებთან ერთად მსუბუქი იუმორითაც არის მეტ-ნაკლებად დატვირთული. მსახობთა საშემსრულებლო დონე დამაკმაყოფილებელია, ბუნებრივია, მასობრივი მაყურებლისთვის. სერიალი არ არის ისე გადატვირთული თურქული ანდაზების შეგონებებით, როგორც ეს ზოგიერთ პროექტშია. 

 თუ ამ სერიალს ქართულად გახმოვანება ელოდება, იმედია ეს "ბრძნული ანდაზები" და "თურქული შეგონებები" გულისამრევი ქართულით არ ითარგმნება. (საერთოდ, უნდა ითქვს, რომ კარგი იქნება, თუ თურქული სერიალების სცენარების მთარგმნელები "თურქული სიბრძნის" გადმოქართულებასა და ჩვენი ცნობიერების გაბახებას თავს დაანებებენ. გაბახება და გაუპატიურება ჩვენს ერს ისტორიულად არ აკლია!..)

სერიალის მოკლე აღწერა ასეთია: საიარას გვარი, ჩვეულებრივი და ყველაზე პატივცემული ოჯახია ანკარაში. ჯენგიზი ადრეული ასაკიდანვე მუშაობდა და დამოუკიდებლად ბევრის მიღწევა შეძლო, რაც ეჭვგარეშეა დასაფასებელია. ოჯახი ოთხსულიანია: ცოლ-ქმარი ორი ვაჟით. უფროსი შვილი, რომელსაც თირაქი ჰქვია მამასთან ერთად მუშაობს კომპანიაში. ჯენგიზის პარტნიორს ქალიშვილი ჰყავს მელთემი, რომელიც თირაქს უნდა შერთონ ცოლად. მას არ უყვარს, მამამისის პარტნიორის ქალიშვილი. მამებს კი - დაავიწყდათ, რომ ბედი თავისი კანონებით მოქმედებს და არა ადამიანთა სურვილებითა და მოთხოვნებით. ვაჟს სხვა გოგონა შეუყვარდა. მას სილა ჰქვია. ლამაზმანი მოულოდნელად გამოჩნდა და მაშინვე დაიპყრო ვაჟის გული. ამაზე გადაირია მამა ჯენგიზი, პარტნიორს როგორ შევხედო თვალებშიო... ჯენგიზის უმცროს ვაჟს ემრე ჰქვია. ემრე პროფესიით ექიმია. მან ზეინეპი გაიცნო. გოგო-ბიჭს ერთმანეთის დანახვისთანავე აუჩუჩუნდათ რაღაც-რაღეცეები... და მალე მათ ცხოვრებაში ძირფესვიანი ცვლილებები მოხდა... ვაჟის დედა დასანახად ვერ იტანს სარძლოს, რადგან თუკი, ზეინეპი მისი რძალი გახდება, მაშინ წარსულიდან ქალების ბევრი საიდუმლო საქვეყნოდ გამომზეურდება და მათი სპეტაკ სახელებს, ჩრდილი მიადგება...შეყვარებულები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ... სერიალი რუსული გახმოვანებით, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს პორტალზე - ambioni.com

ვაჟა ჩომახიძე

სერიალი, ar gamishva, turquli, birakma, 2018, არ, seriali, თურქული, Beni, გამიშვა
სულ კომენტარი: 0
avatar