სიახლეები - კინოინდუსტრია

ბრიტანულმა მსახიობთა პროფკავშირმა სექსუალური სცენების გადაღების ახალი წესები გამოაქვეყნა

23.02.2018 სიახლეები 237 0 0.0
Загрузка...

პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინის ირგვლივ ჰოლივუდში დატრიალებული სექს-სკანდალის შემდეგ, ბრიტანელ მსახიობთა პროფკავშირმა Equity-მ შეიმუშავა სექსუალური სცენების გადაღების ახალი წესები. ამის შესახებ Mirror-ი წერს.

რეკომენდაციების თანახმად, მსახიობები, სექსუალური სცენების დროს ერთმანეთს არ უნდა შეეხონ გენიტალიებით და უნდა გამოიყენონ სპეციალური ასაკრავები ან შენიღბული საცვლები. ყველა კასტინგი, რომელზეც მსახიობს შეარჩევენ და აუცილებელია გაშიშვლება, მონაწილესთან წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული. 

გარდა ამისა, ორგანიზაცია კოცნის სცენის დროს, ენის გამოყენებასა და ნერწყვის გაცვლის წინააღმდეგია. გამონაკლისი დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც რეჟისორი და ორივე მსახიობი ამაზე თანახმა იქნება.

წყარო:  imedinews.ge

კადრი: "უბის წიგნაკი"

ბრიტანულმა, წესები, პროფკავშირმა, გამოაქვეყნა, სცენების, სექსუალური, მსახიობთა, გადაღების, ახალი
სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...