სიახლეები - კინოინდუსტრია

ძალიან მაგარი ათი ფილმი, რომელთა შესახებაც ცოტამ თუ იცის

18.07.2019 სიახლეები 73 0 0.0
Загрузка...

მერე რა, რომ ამ ფილმებზე კინოთეატრებში ცოტა პოპკორნი იყიდება და არც ამ გმირების გამოსახულებიან მაისურებს ატარებს ვინმე - ეს ვერაფრით აკნინებს მათ მაღალმხატვრულ ღირებულებას... უყურეთ და დარწმუნდით.

1. „გამოცდა“
Exam, 2009

ეს ფილმი ბოლო წუთამდე დაძაბულობაში გამყოფებთ და მოდუნების საშუალებას არ მოგცემთ. და ეს მიუხედავად იმისა, რომ მთელი მოქმედება მხოლოდ ერთ ოთახში მიდის. ადამიანები სამსახურის საძიებლად მოვიდნენ და მათ მხოლოდ ერთ კითხვას უნდა უპასუხონ. ამისთვის აქვთ ფურცელი, კალამი და 80 წუთი.

2. „თოვლისმჭრელი“
Snowpiercer, 2013

რეჟისორ პონ ჩჟუნ ხოს ფილოსოფიური ფილმი, გადაღებული სამხრეთ კორეაში აგებულ პავილიონებში, ბოევიკის სტილში ვითარდება. დედამიწაზე გამყინვარების პერიოდია, ცივილიზაციის ხანა დასრულდა, კაცობრიობის საცოდავი ნარჩენები უსასრულოდ გრძელ მატარებელს აფარებენ თავს, რომელიც დედამიწის გარშემო დაქრის წლიდან წლამდე. ამ ვაგონებში თავმოყრილია ყველაფერი საუკეთესო და უარესი, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს.

3. „ფრენკი“
Frank, 2013

უცნაური მუსიკალური ჯგუფი, უცნაური ლიდერით, რომელიც არავის ეჩვენება დიდი პლასტიკური თავის გარეშე, და ძალიან ჩვეულებრივი ირლანდიელი ბიჭი, რომელიც ამ ჯგუფმა რატომღაც თავისთან მიიწვია.

ბიჭი ვერაფერს ხვდება, ვერ ხსნის ფრენკის საიდუმლოს და ვერ გაუგია, რატომ არ აინტერესებს ჯგუფს სახელი და დიდება. და რაც ყველაზე აღსანიშნავია: ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი მსახიობი მაიკლ ფასბინდერი მთელი ფილმის განმავლობაში ნიღბით თამაშობს. მაგრამ ამ ფილმის ყურება ნამდვილად ღირს.

4. „მიკროკოსმოსი“
Microcosmos: Le peuple de l’herbe, 1996

ეს ულამაზესად გადაღებული დოკუმენტური ფილმი მწერების სამყაროზეა. ეს არის შესანიშნავი ოპერატორული ნამუშევარი, რომელმაც სრულიად ფანტასტიკური ატმოსფერო შექმნა.

5. „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“
Scener ur ett äktenskap, 1973

ექვსი სცენა მარიამისა და იოჰანის ცხოვრებიდან, როგორ გაიცნეს მათ ერთმანეთი, დაქორწინდნენ, გააჩინეს შვილები, შემდეგ გაშორდნენ და შეიყვარეს ერთმანეთი. წყვილის ცხოვრების ეს დეტალური შესწავლა ძალიან საინტერესო საყურებელია, მიუხედავად ამ ყველაფრის პროზაიკულობისა.

6. „კიდობანი“
Hwal, 2005

რეჟისორ კიმ კი დუკის ფილმში ბევრი მუსიკა და ცოტა სიტყვაა. თუმცა ისინი არცთუ ისე საჭიროა იმისთვის, რომ მიხვდეთ, რაზეა ეს ლამაზი და ლირიკული დრამა. მოხუცი მებადური სანაპიროზე ცხოვრობს ახალგაზრდა გოგონასთან ერთად, რომელიც წლების წინათ სიკვდილს გადაარჩინა. მათ უყვართ ერთმანეთი, მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა და დაქორწინებას აპირებენ, როცა გოგონა 17 წლის გახდება. მაგრამ ერთხელაც მათ ნავზე ახალგაზრდა მეზღვაური გამოჩნდება...

7. „ნანუკი ჩრდილოეთიდან“
Nanook of the North, 1922

დოკუმენტური ფილმი კანადელ ესკიმოსზე ნანუკზე ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისშია გადაღებული. ესკიმოსები ფილმში „თეთრი ადამიანის“ პოზიციიდან და „ზემოდან“ კი არ არიან ნაჩვენები, არამედ სწორედ ესეთებად, როგორსაც თავად ხედავენ ესკიმოსები საკუთარ თავს.

8. „სიცოცხლის შემდეგ“
Wandâfuru raifu, 1998

რა იქნება, თუ გარდაცვალების შემდეგ არ იქნება არც სამსჯავრო, არც სამოთხე, არც ჯოჯოხეთი, და იქნება მხოლოდ ბედნიერი მოგონებები. უნდა აირჩიო რომელიმე და სამუდამოდ იქ დარჩე. მაგრამ როგორი ასარჩევია მხოლოდ ერთი დღე?

9. „ველური სამხრეთის მხეცები“
Beasts of the Southern Wild, 2012

ზღაპრული, თუმცა დრამატული ისტორია პატარა გოგონა ხაშპაპისა და მისი მამის. ისინი მთელი დღის განმავლობაში ნავით ცურავენ და თევზაობენ.

10. „ვარდნა“
The Fall, 2006

ჰოლივუდელი კასკადიორი როი და 5 წლის გოგონა ალექსანდრა მოსაწყენი რეალობიდან ზღაპრების სამყაროში გარბიან. აქ წარმოუდგენელი და გმირული ამბები ხდება, მაგრამ აქაც კი სტკივათ და ეშინიათ რეალურ გმირებს. ამ ფილმში შერწყმულია კაშკაშა ზღაპრული სტილი და დრამატული რეალიზმი.

ავტორი: ირმა ჯოხაძე

წყარო

ცოტა, ათი ფილმი, ძალიან მაგარი
სულ კომენტარი: 0
avatar