სიახლეები - კინოინდუსტრია

გაეცანით 2019 წლის საუკეთესო კომედიებს

08.07.2019 სიახლეები 37 0 0.0
Загрузка...

2019 წლის პირველ ნახევარში კარგი კომედიების მდიდარი „მოსავალი მოვიდა“. ჩვენ კი გირჩევთ, აუცილებლად „დააგემოვნოთ“...

1. „მერსედესი 303“
303
ქვეყანა: გერმანია
რეჟისორი: ჰანს ვაინგარტნერი
მსახიობები: მალა ემდე, ანტონ სპიკერ, არნდტ შვერინგ-ზონრა

სტუდენტი იულე მთელი ევროპის გავლით პორტუგალიაში მიემგზავრება. იქ თავის ბოიფრენდს, ალექსს უნდა შეხვდეს. იულე ესპანეთამდე სტუდენტ ბიჭს - იანს დაიმგზავრებს. ახალგაზრდები მხიარულად მგზავრობენ, ყველაფერზე ლაპარაკობენ, ხანდახან ჩხუბობენ კიდეც და ნელ-ნელა ერთმანეთი უყვარდებათ.

2. „ფავორიტი“
The Favourite
ქვეყანა: აშშ
რეჟისორი: იაგროს ლანტიმოსი
მსახიობები: ოლივია კოლმანი, რეიჩელ ვაისი, ემა სტოუნი

სუსტი და ავადმყოფი ანა სტიუარტის მმართველობის დროს ინგლისში მთელი ძალაუფლება, ფაქტობრივად, დედოფლის ფავორიტის, ჰერცოგინია სარა მალბოროს ხელშია. სარას მეტოქე გამოუჩნდება - ღარიბი და ეშმაკი ბიძაშვილი ებიგეილი, რომელიც მასთან ბრძოლაში შედის გავლენების მოსაპოვებლად.

3. „არასწორი მშობლები“
Instant Family
ქვეყანა: აშშ
რეჟისორი: შონ ანდერსი
მსახიობები: მარკ უოლბერგი, როუზ ბირნი, იზაბელა მონერი

უშვილო მშობლები გადაწყვეტენ, ბავშვი აიყვანონ და ერთდროულად სამ შვილს იშვილებენ ბავშვთა სახლიდან. დამწყები მშობლები ძალიან ბევრ უცნაურ, სამწუხარო, ემოციურ, სასაცილო და უხერხული სიტუაციაში აღმოჩნდებიან, სანამ ბავშვების უპირობო ნდობას მოიპოვებენ.

4. „ჩემი შედევრი“
MY MASTERPIECE
ქვეყანა: არგენტინა
რეჟისორი: გასტონ დიუპრა
მსახიობები: გილერმო ფრანსელია, ლუის ბრანდონი, ანდრეა ფრიგერიო

მოხერხებული არტ-დილერი არტურო უკვე მრავალი წელია, მხატვარ-მიზანტროპ რენცოსთან მეგობრობს, მაგრამ მისი შემოქმედება ბოლო წლებში პოპულარობით აღარ სარგებლობს. არტურო ცდილობს, როგორმე გაზარდოს მოთხოვნა რენცოს ნახატებზე. მაგალითად, ცნობილია, რომ მხატვრის სიკვდილის შემდეგ მის ნამუშევრებზე მოთხოვნა იზრდება.

5. „შაზამი“
Shazam!
ქვეყანა: აშშ
რეჟისორი: დევიდ ფ. ნამდბერგი
მსახიობები: ზაჰარი ლევაი, მარკ სტრონგი, ეშერ ენჯელი

ჩვეულებრივი ბიჭი მოულოდნელად გასაოცარ უნარს შეიძენს: საკმარისია, ჯადოსნური სიტყვა თქვას და მაშინვე სუპერგმირად გადაიქცევა, თანაც მთელი თვისი მუსკულატურითა და მამაკაცური მომხიბვლელობით, თუმცა მოსწავლის აზროვნებით. და, რა თქმა უნდა, სადაც სუპერგმირია, იქ არც სუპერბოროტი დაახანებს გამოჩენას.

6. „100 ნივთი“
100 Dinge
ქვეყანა: გერმანია
რეჟისორი: ფლორიან დევიდ ფიტცი
მსახიობები: ფლორიან დევიდ ფიტცი, მატიას შვაიგჰეფერი, მარიან სტეინი

კომფორტის მოყვარული საუკეთესო მეგობრები და ბიზნესპარტნიორები - პაული და ტონი დანაძლევდებიან, 100 დღე გაძლონ თავიანთი საყვარელი ნივთების გარეშე. ისინი მთელ თავის ქონებას საწყობში კეტავენ და მთლიანად ცვლიან ცხოვრებას.

7. „მერი პოპინსი ბრუნდება“
Mary Poppins Returns
ქვეყანა: აშშ
რეჟისორი: რობ მარშალი
მსახიობები: ემილი ბლანტი, ლინ-მანუელ მირანდა, ბენ უიშოუ

მერი პოპინსი 20 წლის შემდეგ ბრუნდება. მისი ყოფილი აღსაზრდელები, და-ძმა ბენქსები დიდი ხანია, გაიზარდნენ და დიდი ადამიანების პრობლემებში გაეხვივნენ. ახლა მათ სასწაული ისე სჭირდებათ, როგორც არასდროს.

ავტორი: ირმა ჯოხაძე

წყარო

2019 წლის საუკეთესო კომედიები
სულ კომენტარი: 0
avatar