სიახლეები - კინოინდუსტრია

HBO - ს ახალი სერიალი "Big Little Лис / დიდი პატარა ტყუილი"

25.02.2017 სიახლეები 951 0 0.0
Загрузка...

HBO - ს ახალი სერიალი "Big Little Лис / დიდი პატარა ტყუილი", რომლის გადაღებაც დაიწყეს  2016 წლის იანვრიდან, დაფუძნებულია ლ. მორიარტის  იმავე სახელწოდების ნოველაზე. სერიალი შვიდი ეპიზოდისგან შედგება. სერიალის რჟისორია - ჟან-მარკ ვალე. 
მთავარ როლებს ასრულებენ ცნობილი ვარსკვლავები: ნიკოლ კიდმანი, რიზ უიზერსპუნი, შეილი ვუდლი. 
სერიალში მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები: ალექსანდრ სკარსგარდი, ჯეიმს ტაპერი, ლორა დერნი, სარა ბეიკერი, ლარი ბეიტსი.
სცენარის ავტორებია: დევიდ ე. კელი და ლიან მორიარტი
პრედიუსერებია: გრეგ ფინბერგი, ბარბარა ა. ჰოლი, დევიდ ე. კელი
ოპერატორია - ივ ბალანჟე
სერიალის მხატვრულ გაფორმებაზე მუშაობდნენ: ჯონ პეინო, ჯეიმს ფ. ტრუსდეილი, ალექს ფრიდბერგი.

სერიალის მოკლე შინაარსის თანახმად: პატარა, აყვავებულ ქალაქში მკვლელობა მოხდა, რამაც საზოგადოება შეძრა. ამ ინციდენტში, მულოდნელად სამი ქალბატონი აღმოჩნდა ჩათრეული. სამივე მათგანი დედაა. მათი ცხოვრება დიდი და პატარა საიდუმლოებებითაა მოცული. 
ჯეინი - მარტოხელა დედა, ახალ საცხოვრებელ  ადგილზე გადადის. მასთან მეგობარი ქალბატონები: სელესტა და მადლენი მოსანახულებლად მივლენ. ისინი ერთი შეხედვით, ქმრებისგან უზრუნველყოფილი ძუკნები ჩანან. მაგრამ, შემდეგში სერიალში მოვლენები ძალიან უცნაურ განითარებას ჰპოვებს...

სერიალი მძიმე ფსიქოლოგიური დეტექტივის შთაბეჭდილებას ტოვებს იმ ფონზე, როდესაც პატრა ტყუილი, დიდ სიცრუედ გადაიქცევა. სწორედ - ამ დროს, შეიძლება სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს და ლამაზი ფასადის ფონზე - მოულოდნელი  შინაგანი "ინტერიერი" გამოჩნდეს. ცხოვრებისეული პატარა შემთხვევები - მსხვილ ტრაგედიად გარდაიქმნება, საიდანაც შესაძლოა გამოსავალი ვერც იპოვო...

აშშ-ს სერიალის  "Big Little Лис / დიდი პატარა ტყუილი" - ნახვა შეგიძლიათ ჩვენს პორტალზე, კატეგორიაში - "აშშ-ს სერიალები".

ვაჟა ჩომახიძე.

 

ტყუილი, პატარა, ახალი, HBO, დიდი, Big, little, სერიალი, лис
სულ კომენტარი: 0
avatar