სიახლეები - კინოინდუსტრია

ჰოლივუდში ხალათში ჩაცმული ჰარვი ვაინშტაინის ქანდაკება დადგეს

02.03.2018 სიახლეები 272 0 0.0
Загрузка...

ჰოლივუდის ხეივანში ოსკარის დაჯილდოების 90-ე ცერემონიის წინ, პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინის ოქროსფერი ქანდაკება გამოჩნდა „დივანი ქასთინგისთვის“.

ქანდაკება ქუჩის მხატვარმა შექმნა, რომელიც 2016 წელს შექმნილი შიშველი დონალდ ტრამპის ქანდაკების ავტორია.

ვაინშტაინი სავარძელში ხალათით ზის და სტუმრებს სთავაზობს მის გვერდით დასხდნენ.ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდა თავის მდგომარეობას და ახალგაზრდა მსახიობ ქალებს სექსუალური ხასიათის ქმედებებისკენ უბიძგებდა, - ამის შესახებ ინფორმაცია თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნა ორმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ - The New York Times-მა და The New Yorker-მა.

2017 წლის ოქტომბერში, როდესაც ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორის ჰარვი ვაინშტეინის  ირგვლივ სექსუალური შევიწროების შესახებ სკანდალი აგორდა. თემაზე კომენტარის გაკეთება უმა თურმანსაც სთხოვეს. ცნობილმა მსახიობმა მაშინ ასეთი კომენტარი გააკეთა: "მე მივხვდი, რომ როდესაც რამეს განრისხებულ გულზე ვამბობ, შემდეგ აუცილებლად ვნანობ. ამიტომ ველი, როდის გადამივა ბრაზი და როდესაც მზად ვიქნები, ვიტყვი იმას, რაც უნდა ვთქვა".

ეს მხოლოდ ფლირტი იყო - ასე გამოეხმაუარა ჰოლივუდის ცნობილი პროდუსერი ჰარვი ვაინშტეინი მსახიობ უმა თურმანის ბრალდებას სექსუალურ ძალადობის შესახებ.

წყარო:  imedinews.ge

 

ქანდაკება, ვაინშტაინის, ჰარვი, ჩაცმული, ჰოლივუდში, ხალათში, დადგეს
სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...