სიახლეები - კინოინდუსტრია

ითან ჰოუკი ნიკოლა ტესლას როლს შეასრულებს

13.02.2018 სიახლეები 229 0 0.0
Загрузка...

ამერიკელი მსახიობი ითან ჰოუკი ახალ ფილმში სერბი ფიზიკოსის, ინჟინერისა და გამომგონებლის, ნიკოლა ტესლას როლს შეასრულებს. ფილმის სცენარისტი მაიკლ ალმირეიდა იქნება, რომელიც მუშაობდა ისეთ ფილმებზე, როგორებიცაა "Hamlet, New Orleans" და "Mon Amour". 

ფილმში ტესლა მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, რათა შექმნას მისი ტექნოლოგიები, რომლის განვითარებისთვის მრავალს სხვადასხვა მეცნიერს შეეწინააღმდეგა, მათ შორის გამომგონებელს თომას ედისონს

თომას ედისონსა და ნიკოლა ტესლას შესახებ გადაღებული სხვა ფილმი The Current War-ის ("ელექტრონული ომი") დიდ ეკრანებზე 2017 წლის ნოემბერში გამოვიდა. 

ნიკოლა ტესლა - სერბი-ამერიკელი ფიზიკოსი, ინჟინერი, გამომგონებელი ელექტრო და რადიოტექნიკის სფეროში. იგი ფართოდ ცნობილი გახდა თავისი მეცნიერულ-რევულუციური წვლილის შეტანით ელექტროობასა და მაგნიტიზმის დარგში. ტესლას პატენტებმა და თეორიულმა ნამუშევრებმა შექმნა ბაზისი თანამედროვე ტექნიკაში, რომლებიც მუშაობენ ცვლად დენზე. 

წყარო:  imedinews.ge

შეასრულებს, ნიკოლა, ჰოუკი, ითან, როლს, ტესლას
სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...