სიახლეები - კინოინდუსტრია

ხუთი (5) საუკეთესო ფილმი პარიზზე

20.10.2019 სიახლეები 45 0 0.0
Загрузка...

პარიზის მოდის კვირეულის პარალელურად, გავიხსენოთ ფილმები, რომელთა მოქმედებები პარიზის ქუჩებში მიმდინარეობს.

1. მხიარული სახე 1957

50-იანების ეპოქა საუკეთესოდაა ნაჩვენები ამ ფილმში. კეი ტომპსონი ამერიკული ქალთა ჟურნალის ხელმძღვანელია, რომელიც პარიზში ყდის გმირის მოსაძებნად მიდის. ჟურალის ვარსკვლავი ოდრი ჰეპბერნის გმირი გახდება, მაღაზიის გამყიდველი. ფილმმა "ოსკარის" 4 ნომინაცია მოიპოვა. სიმღერა: "Bonjour, Paris! ოდრის შესრულებით ამ ქალაქს ყველას შეაყვარებს.

2. საყვარლები ხიდზე, 1990

პონ-ნეფი, პარიზის უძველესი ხიდი და ქალაქის სიმბოლო ამ ფილმს ფონად ედება. მთავარ როლებს თამაშობენ მსახიობები, რომლებიც თავადაც საფრანგეთის დედაქალაქის სიმბოლოებად აღიქმებიან: ჟულიეტ ბინოში და დენი ლავანი. საფრანგეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფილმია.

3. შუაღამე პარიზში, 2011

ვუდი ალენმა თანამედროვე პარიზიდან გასული საუკუნის ცნობილ წლებში გვამოგზაურა და დაგვაჯერა, რომ პარიზი, არის ადგილი, სადაც სასწაულები ნამდვილად ხდება. სენტიმენტალურად მივყვებით მისტიკურ ეტლს, რომელიც საშუალებას გვაძლევს ცნობილ ფრანგ შემოქმედებით ადამიანებს შევხვდეთ და მივიღოთ შთაგონება არამხოლოდ ქალაქისგან, არამედ მათგან.

4. პარიზო, მიყვარხარ, 2006

ეს ფილმი თავისუფლად გახდება თქვენი გიდი პარიზში. ის 18 მოკლემეტრაჟიან სურათს მოიცავს, რომელიც ქალაქის სხვადასხვა უბანს ეხება: ბოჰემური კვარტალიდან ლათინურ კვარტალამდე. ისინი რა თქმა უნდა, სიყვარულს ეხება.

5. მეოცნებენი, 2003

პარიზი, 1968 წლის მაისი, სტუდენტური მღელვარება - ამის ფონზე ბერტოლუჩი გვანახებს ერთ პარიზულ სახლში მიმდინარე მოვლენებს. სამ ადამიანს, მათ შორის ევა გრინს და ლუი გარელს, რომლებიც მოწამლულნი არიან ერთმანეთით. სექსუალური რევოლუცია და კინოს სიყვარული - აი რითია გაჟღენთილი ეს სურათი.

ავტორი: ანი მესხიშვილი

პარიზი, საუკეთესო, ფილმი, ხუთი
სულ კომენტარი: 0
avatar