სიახლეები - კინოინდუსტრია

კირა ნაითლი პარიკს ატარებს

20.08.2016 სიახლეები 730 0 0.0
Загрузка...

კირა ნაითლი გამოტყდა, რომ ბოლო წლებია, თმების ცვენით ძალიან იტანჯება. „ახლა მხოლოდ მისი 10% -იღა შემრჩა“ - ნაღვლიანად განაცხადა მსახიობმა. იგი „თმისცვენაში“ და ფორმის შეცვლაში ექსპერიმენტებს ადანაშაულებს, რამაც ბოლო მოუღო კიდეც. დაავადება იგი პარიკით ებრძვის, რომელსაც უკვე 5 წელია ატარებს.

მისი ნამდვილი თმები საშინელ მდგომარეობაში იმყოფება. ადრე კირა, 2008 წლისთვის, ვიქტორიანულ პარიკს ატარებდა, როცა ფილმს „პერცოგ ქალს“ იღებდნენ. ეს მისთვის ნამდვილი ტანჯვა იყო. მან ამასთან დაკავშირებით განაცხადა: „პარიკმა ლამის კისერი მომამტვრია“ - ო.

შეგახსენებთ, ექვსი წლის კირას, უკვე საკუთარი აგენტი ჰყავდა. შვიდი წლის ასაკში, მას ჰქონდა დებიუტი ფილმში „სამეფო დღესასწაული“, სადაც პატარა გოგონას როლი ითამაშა. 11 წლის ასაკში, ის არა ერთ მინი-ტელესერიალსა და ტელეშოუში გადაიღეს, რომლებიც ევროპის მასშტაბით გადაიცემოდა. ამავე ასაკში, მონაწილეობა მიიღო პატარა როლებით ფილმებში: „სასოფლო საქმე“ (1994), „საგანძურის მაძიებლები“ (1996) და „სახლში დაბრუნება“ (1998).

საქვეყნო წარმატებას მან 2003 წელს მიაღწია, ფილმებით: „დაარტყი როგორც ბექჰემმა“ და „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“. ამის შემდეგ, კირა ჰოლივუდის ფილმებში ვიხილეთ და მან ოსკარის ნომინაცია მოიპოვა ელიზაბეთ ბენეტის როლის შესრულებისათვის, რეჟისორ ჯო ვრაითის ფილმში - „სიამაყე და ცრურწმენა“, რომელიც ჯეინ ოსთინის, ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული.

კირა ნაითლი სექსუალური აღზევების ხანაში

კირა ნაითლი ფილმში "ჰერცოგი ქალი"

კირა ნაითლი  დღეს

პარიკს, ნაითლი, ატარებს, კირა
სულ კომენტარი: 0
avatar