სიახლეები - კინოინდუსტრია

"მე მელექი მქვია" - პირველი თურქული დრამა, ოჯახურ ძალადობაზე...

31.10.2019 სიახლეები 49 0 0.0
Загрузка...

ალფაი კარგა ხანი ეკურკურებოდა მელექს და ბოლოს დაქორწინება სთხოვა... როგორც იქნა, შეყვარებულებმა იქორწინეს და შვილებიც გაუჩნდათ... მაგრამ ქორწინების შემდეგ, გაურკვეველ მიზეზთა გამო, კაცი ტირანად გადაიქცა და ცოლსა და ბავშვებზე ფიზიკური ძალადობა დაიწყო. მელექს ცხოვრება ჯოჯოხეთად გადაექცა, ამიტომ მან ბავშვებთან ერთად, სასწრაფოდ თავი სტამბოლს შეაფარა... აქ, მან ცხოვრება ნოლიდან დაიწყო...ერთხელაც ჰალილი გაიცნო, შეუყვარდა კაცი და მასთან ერთად ახალი ოჯახის შექმნაც დააპირა, მაგამ ამ დროს, ქმარყოფილი, ქალსა და ბავშვებზე მოძალადე ალფაი გამოჩნდა, რომელმაც ცოლადყოფილის ღალატის გამო, სასტიკი შურისძიება დაისახა მიზნად...

ასეთია მოკლე აღწერა იმ დრამისა, რომელიც ოჯახური ძალადობის თემაზე, ცნობილმა სცენარისტმა,  ნილიუფერ ოზჩელიქმა შექმნა, ხოლო, ცნობილმა რეჟისორმა, ჯემ აქიოლდასმა,  მინი-ტელესერიალად აქცია.

მთავარ როლებს, ცნობილი მსახიობები: ფოირაზ არი და ნეჰირ ერდოღანი ასრულებენ. ასევე, სერიალში  პერსონალურ სახეებს დამაჯერებლად ქმნიან მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებელი და თურქული კინემატოგრაფის ახალგაზრდა, ნიჭიერი ცვლის წარმომადგენლები: ულვი ქაიაოღლუ, ჰანდე ქაფთანი, მუსთაფა მერთ ქოჩი, ნიზამ ნამიდარი, რამი ნარინი, შერიფ სეზერი და რაბია ჯოითურქი.

ავტორი: ვაჟა ჩომახიძე

 

მე მელექი მქვია - პირველი თურქული დ, ოჯახური ძალადობაზე...
სულ კომენტარი: 0
avatar