სიახლეები - კინოინდუსტრია

მონიკა ბელუჩი, სერიალ ტვინ პიქსი - ის (Twin Peaks) მესამე სეზონში გადაიღეს!

26.04.2016 სიახლეები 1649 0 0.0
Загрузка...

იტალიელმა მსახიობმა, მონიკა ბელუჩიმ მონაწილეობა მიიღო სერიალ Twin Peaks - ის მესამე სეზონის გადაღებებში, რომელიც ცნობილმა რეჟისორმა დევიდ ლინჩმა შექმნა. ამ კვირას კი - მასში მონაწილე მსახიობების სია გამოქვეყნდა, რომელიც სულ 217 ადამიანისგან შედგება.

ლინჩის პროექტში მონაწილე მსახიობთა ვინაობის შესახებ, ჭორები რამდენიმე თვის უკან დაირხა, რომ გადასაღებ მოედანზე იხილავდნენ ისეთ ცნობილ მსახიობებს, როგორებიც არიან: ჯენიფერ ჯეისონ ლი, ამანდა საიფრედი და ნაომი უოთსი, რაც ზოგთათვის საეჭვო იყო. მაგრამ, ამჯერად, შესაძლო გახდა, რომ ზუსტად გავიგოთ, თუ ვინ მიიღებს მესამე სეზონის გადაღებებში მონაწილეობას.

ახლა - იმ მსახიობებს ჩამოგითვლით, რომლებიც ორიგინალურ სერიალში მონაწილეობდნენ და ახალშიც კვლავ გამოჩნდებიან. ესენი გახლავთ: კაილ მაკლოკლენი, შერილ ლი, შერილინ ფენი, მადკენ ემიკი, დევიდ დუხოვნი, მაიკლ ჰორსი, სენა ეშბრუკი, მიგელ ფერერი,  რეი უაიზი, გრეის ზაბრისკი, პეგი ლიპტონი, ევერეტ მაგ გილი, დევიდ ლინჩი და მომღერალი ჯული კრუზი.

ახალ მსახიობებს შორის იქნებიან: ამანდა საიფრედი, ნაომი უოთსი, ეშლი ჯადი, ჯენიფერ ჯეისონ ლი, ლორა დერნი, ენრი ჰადსონი, მაიკლ სერა, მონიკა ბელუჩი, ტრენტ რეზნორი, ჯესიკა ზორი, ჯეინ ლევი, რიჩარდ ჩემბერლენი, რობერთ ნეპერი, ტომ საიზმორი, ბალთაზარ გეთი, ბეილი ჩეიზი, დევიდ კოკნერი, მეთიუ ლილარდი და ლარი კლარკი.

სერიალის წარმატების მოლოდინის რეიტინგი, დღეის მონაცემებით, ძალიან მაღალია - 98% -ი.

დასასრულ, შეგახსენებთ, რომ სერიალის ორიგინალი 1990 -91 წლებში გადაიღეს და იგი: თრილერის, დრამის, კრიმინალისა და დეტექტივის ჟანრებს განეკუთვნება.

სერიალის სცენარის მოკლე შინაარსის მიხედვით: ლორი პალმერის შიშველი სხეული, რომელიც „პოლეთილენშია“ გახვეული, ტბის სანაპიროზე ტალღების მიერ გამორიყული იპოვეს. საქმეს აგენტი კუპერი იძიებს, რომელსაც შერიფი ტრუმანი და სხვა თანამშრომლები ეხმარებიან ტვინ პიქსის მოსახლეობის ნაწილთან ერთად. მაყურებელი თანდათანობით გაიგებს ამ ერთი შეხედვით, წყნარი და მშვიდი ქალაქის მაცხოვრებელთა საშინელი და უცნაური ცხოვრების საიდუმლოებებს.

მონიკა ბელუჩი

ამანდა საიფრედი

ნაომი უოტსი

ეშლი ჯადი

ჯესიკა ზორი

 

 

მონიკა ბელუჩი, Twin Peaks, ტვინ პიქსი, მონიკა, სერიალი, სეზონი, სერიალ ტვინ პიქსი - ის (Twin Peaks), ბელუჩი, გადაიღეს
სულ კომენტარი: 0
avatar