სიახლეები - კინოინდუსტრია

მსახიობ ვიკა კალანდიას Netflix-ის ახალ სერიალში იღებენ

05.04.2019 სიახლეები 45 0 0.0
Загрузка...

საზოგადეობისთვის ძალიან სასიხარულო ამბავი გავრცელდა, ცნობილია, რომ ქართველ მსახიობს ვიკა კალანდიას Netflix-ის ახალ  სერიალში ეპიზოდურ როლში გადაიღებენ, რომლის რეჟისორი პიტერ ვებერია, მისი ასისტენტი კი ვიკას და სალომე კალანდიაა.

პიტერ ვებერი და სალომე კალანდია

სერიალში მოთხრობილია ქართველი ბიჭის ისტორია, რომელსაც მოიტაცებენ და კაიროში მამლუქად წაიყვანენ. Netflix-ის მრავალმილიონიან პროექტში სულ 50 ეპიზოდი იქნება და მისი გადაღებები ტუნისში ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ვიკა კალანდიას ეს დიდი წარმატება მის მეგობრებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ და ბევრმა მათგანმა მსახიობს ეს მნიშვნელოვანი სიახლე ვრცელი პოსტით მიულოცა. მათ შორის იყო ვიკას უახლოესი მეგობარი მსახიობი ბახვა ბრეგვაძე.
 

ვიკამ საზოგადეობას თავი სერიალ „ჩემის ცოლის დაქალებში“ შესრულებული როლით დაამახსოვრა, სადაც ის ცოტნე ცოტაშვილის ცოლის, თიკას პერსონაჟს ასრულებს.

ავტორი: ანი გოგიტიძე

წყარო

მსახიობი, სერიალშ, NETFLIX, ვიკა კალანდია, ახალი
სულ კომენტარი: 0
avatar