სიახლეები - კინოინდუსტრია

მსოფლიო კიდევ ოთხ „ავატარს“ იხილავს!

21.04.2016 სიახლეები 589 0 0.0
Загрузка...

რეჟისორმა ჯეიმს ქემერონმა განაცხადა, რომ კიდევ დაგეგმილი აქვს ოთხი ფილმი გადაიღოს მაყურებლისთვის კარგდ ცნობილ კინოპროექტზე -ავატარი“, რომელიც 2009 წელს გადაღებული სურათის გაგრძელება იქნება, - იტყობინება გამომცემლობა The Verge. 

მომდევნო ფილმი, გაქირავებაში - 2018 წელს გამოვა და არა 2016 წელს, როგორც ადრე იყო დაგეგმილი, განაცხადა ქემერონმა. შემდეგი ნაწილები რიგის მიხედვით: 2020, 2022 და 2023 წლებში იხილავენ დღის სინათლეს!

„ეს ეპიკური საგა იქნება, რომელიც რთულსა და მომხიბლავ სამყარში განვითარდება“, - დასძინა მან.

„ავატარი“ - მსოფლიო კინო-გაქირავების ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ფილმად ითვლება. მან დაახლოებით, $2,8 მილიარდი შემოსავალი მოუტანა მწარმოებლებს. მეორე ადგილზე, რეჟისორის მიერ გადაღებულ ფილმებს შორის „ტიტანიკია“, მისი შემოსავლის მაჩვენებელი - $2,2 მილიარდია, მესამეზე კი - 2015 წლის მიწურულს გამოსული ფილმი - „ვარსკვლავური ომები: ძალთა გამოღვიძება“ – ($2,1 მილიარდით). 

 

 

იხილავს, ოთხ, მსოფლიო, კიდევ, მსოფლიო კიდევ ოთხ „ავატარს“ იხილავს, ავატარი
სულ კომენტარი: 0
avatar