სიახლეები - კინოინდუსტრია

ნორმის თავგადასავალი (Norm of the North) -მულტფილმის მიმოხილვა

29.03.2016 სიახლეები 809 0 5.0
Загрузка...

2016 წლის 29 მარტიდან, საქართველოს კინოთეატრებში გაიმართება მულტფილმის - „ნორმის თავგადასავალი“ (Norm of the North) პრემიერა.



აღნიშნული საბავშვო პროექტი, შეიქმნა აშშ-სა და ინდოეთის ერთობლივი მონაწილეობით. ფილმის რეჟისორია თრევორ უოლი, რომელსაც აქამდე გადაღებული აქვს მულტიპლიკაციური სერიალები : 2013 წელს - „საბრინა: პატარა ჯადოქარი“ (Sabrina: Secrets of a Teenage Witch), 2010-2011 წწ-ში - „ზევო-3“ (Zevo-3) და 2010-2012 წწ-ში „ნერო: 108“ (Hero:108). სცენარის შექმნაზე მუშაობდნენ: დანიელ ალტირე, სთივენ ალტირე და მალკოლმ ტ. გოლდმანი. მუსიკალური გაფორმრბა ეკუთვნის კომპოზიტორ სტეფენ მაკეონს. პროექტზე მუშაობდნენ პროდიუსერები: ნიკოლას ეთლანი, კენ კაცუმოტო, სთივ როენი, ლიზ იანგი, მაიკ იანგი, დენიელ ალტირე და სთივენ ალტირე.

მულტფილმი კომედიურ, სათავგადასავლო და საოჯახო ჟანრს განეკუთვნება და მისი მსოფლიო პრემიერა 2016 წლის 14 იანვარს გაიმართა. სურათის ხანგრძლივობა 90 წუთია. ამ დროისთვის, აშშ-ში მისი შემოსავალი $17 062 499 შეადგენს.

მაშ ასე, შეეგებეთ დიდსულოვან პოლარულ თეთრ დათვს, ნორმის და მის მეგობრებს, მოხერხებულ პატარა ლემინგებს, რომელთა მისიას, მზაკვარი კორპორაციისგან მშობლიური არქტიკის გადარჩენა წარმოადგენს! კორპორაციის ძლევამოსილ ბოსს, მისტერ გრინს სურს, რომ აქ სუფთა და ქათქათა ყინულებში, მდიდართა ქალაქი გააშენოს. ამიტომ გადაწყდა, რომ ფუმფულა ლემურთა რაზმმა, მტერს საკუთარ ტერიტორიაზე უნდა გამოუცხადოს ბრძოლა.

ნორმი და მისი მოხერხებული მეგობარი ლემინგები, პირდაპირ მეგაპოლისის ქვიანი ჯუნგლებისკენ გაემართებიან. მათი მომხიბვლელობა, გამბედაობა, ხუმრობები და ცეკვა, განსაკუთრებით კი - არქტიკული „მგზნებარე შეიკი“ - გულს მოულბობს მოქალაქეებს. მაგრამ საბოლოო გამარჯვებისთვის, „ვარსკვლავად ყოფნა“ საკმარისი როდია! მათ წინ ნამდვილი გამოცდა და ქარიშხლიანი თავგადასავალი ელით...

ვაჟა ჩომახიძე

Norm of the North, მულტფილმის მიმოხილვა, ნორმის თავგადასავალი
სულ კომენტარი: 0
avatar