სიახლეები - კინოინდუსტრია

ოსკარის დაჯილდოებაზე სტუმრები Genesis G90-ის სედანებით მივლენ

02.03.2018 სიახლეები 278 0 0.0
Загрузка...

Genesis-მა და ჟურნალმა Vanity Fair-მა ოსკარის დაჯილდოების 90-ე ცერემონიისთვის G90-ის ხუთი განსაკუთრებული მოდელი მოამზადა. ამ ავტომობილებით მიიყვანენ ნომინანტებს და გავლენიან პერსონებს დაჯილდოების ცერემონიაზე.

თითოეულ ავტომობილს საკუთარი სახელწოდება ექნება: A Touch of Sensuality ნათელ ვერცხლისფერსა და ყავისფერ ფერებში იქნება შეღებილი; Stardust-ის ფერი მუქი ნაცრისფერია, თუმცა სალონი შავი ხავერდით იქნება გაწყობილი;

Emerald Dream-ი მუქ მწვანესა და მუქ ყავისფერში გადაღებავენ, სალონი კი მწვანე ტყავით დამზადდება;

The Ruler-ი გამოირჩევა აგურისფერისა და ნაცრისფერის შეხამებით. ინტერიერში წითელ ფერს გამოიყენებენ;

და ბოლოს, Refined Understatement-ს მუქი ლურჯი შეფერილობა ერგო წილად, თუმცა თეთრი სახურავით. ინტერიერში შავ ფერს გამოიყენებენ

წყარო:  imedinews.ge

Genesis, სტუმრები, ოსკარის, დაჯილდოებაზე, G90ის, სედანებით, მივლენ
სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...