სიახლეები - კინოინდუსტრია

ოთხი ფილმი მთელი ოჯახისთვის

29.06.2019 სიახლეები 45 0 0.0
Загрузка...

ალტერნატივა მათთვის, ვის პატარებსაც ნახატი ფილმების ყურება მობეზრდათ. აირჩიეთ ერთ-ერთი და ჩაუჯექით საღამოს მთელი ოჯახი.

1. „მია და თეთრი ლომი“
Mia and the White Lion, 2018
ქვეყანა: საფრანგეთი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ჟილ დე მერტი
მსახიობები: დიანა დე ვილე, მელანი ლორანი, ლენგლი კირკვუდ

პატარა მია, მშობლებთან ერთად, წვიმიანი ლონდონიდან ცხელ აფრიკაში გადადის საცხოვრებლად. გოგონას მამამ ფერმა იყიდა და ახლა ათასნაირ ცხოველსა და ფრინველზე ზრუნვა ოჯახის ძირითად საქმიანობად იქცა. ფილმის მთავარ გმირს სულაც არ უხარია კლიმატისა და გარემოს შეცვლა. და მაინც, რაღაც პერიოდის შემდეგ მია სულიერ სიმშვიდეს ახალდაბადებულ ბოკვერზე ზრუნვაში ჰპოვებს, რომელსაც ჩარლის დაარქმევს.

2. „ველური ჯადოქარი“
Vildheks, 2018
ქვეყანა: დანია
ჟანრი: სათავგადასავლო
რეჟისორი: კასპარ მუნკი
მსახიობები: გერდა ლი კაასი, სონია რიხტერი, ეგჰოლმ ოლსენი

კლარა ერთი ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე იყო, სანამ შავმა კატამ არ დაკაწრა. მოულოდნელად გოგონამ ცხოველებთან ურთიერთობის ნიჭი შეიძინა და გაიგო, რომ ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ველურ ჯადოქრებს შორის, რომლებიც ბუნებას იცავენ.

3. „სახლი საათებით“
THE HOUSE WITH A CLOCK IN ITS WALLS 2018
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: ელაი როტი
მსახიობები: კეიტ ბლანშეტი, ჯეკ ბლექი, კაილ მაკლოკლენი

ობოლი ლუისი საცხოვრებლად მიჩიგანში გადადის ბიძია ჯონათანთან. საოცარი სახლი, სადაც ბიძია-ძმისშვილია დაბინავებული, როგორც ჩანს, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს - მასში სასწაულები ხდება. კეთილშობილი ჯონათანი კეთილი ჯადოქარი აღმოჩნდება. და თუ არსებობს მაგია და კეთილი ჯადოქრები, ე,ი. არსებობს ბოროტებაც.

4. „ძაღლური ცხოვრება“
A Dog’s Purpose, 2017
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: ლასე ჰალსტროიმი
მსახიობები: ჯოშ გადი, დენის კუეიდი, პეგი ლიპტონი

ამაღელვებელი ისტორია ძაღლისა, რომელიც მრავალრიცხოვანი ცხოვრებით ცხოვრობს და, ამასთანავე, მუდმივად იცვლის ჯიშსა და პატრონებს. თუმცა არასოდეს ივიწყებს თავის პირველ პატრონს - პატარა ბიჭს ითანს. ყოველი ახლიდან დაბადებისას ძაღლი იმედოვნებს, რომ ისევ შეხვდება საყვარელ პატრონს.

ავტორი: ირმა ჯოხაძე

წყარო

ფილმი, ოთხი, მთელი, ოჯახი
სულ კომენტარი: 0
avatar