სიახლეები - კინოინდუსტრია

ფილმები 30 - ს გადაცილებული ქალებისთვის

01.06.2019 სიახლეები 39 0 0.0
Загрузка...

ამ ფილმების შემდეგ ძალიან ბევრ ცხოვრებისეულ კითხვას გასცემთ პასუხს...

1. „როცა ჰარი შეხვდა სალის“
When Harry Met Sally, 1989

ჰარიმ და სალიმ ერთმანეთი ნიუ-იორკში გაიცნეს. მათ მოეწონათ ერთმანეთთან ურთიერთობა, მაგრამ ვერ იმეგობრებენ, რადგან ჰარის არ შეუძლია ლამაზ ქალთან მეგობრობა. ხუთი წლის შემდეგ ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს, თუმცა ახლა უკვე სალის აღარ უნდა ჰარისთან მეგობრობა. სამაგიეროდ ექვსი წლის შემდეგ შეხვედრისას ისინი ხვდებიან, რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი.

2. „შემწვარი მწვანე პამიდვრები“
Fried Green Tomatoes, 1991

ძალიან თბილი ფილმი ორი ქალის მეგობრობაზე, რომლებიც 30-იანი წლების ამერიკაში კაფეს ფლობენ. ბონუსად - სამხრეთული პატარა ქალაქის განუმეორებელი ატმოსფერო.

3. „ქერათმიანი ადვოკატი“
Legally Blonde, 2001

ქერათმიან ელს შეყვარებული მიატოვებს, რადგან ის ქარაფშუტაა და თანაც აუტანელი თავისი გეგმებით, გახდეს სენატორი. გოგონა ჯერ გულს იჯერებს ტირილით, შემდეგ თავს ხელში აიყვანს და კოლეჯში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარებს, თავისი ვარდისფერი კაბებითა და ჩანთის ძაღლით. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ყოფილ შეყვარებულს დაუმტკიცოს - მას შეუძლია, სერიოზულ სამუშაოს გაართვას თვი.

4. „დამალული ფიგურები“
Hidden Figures, 2016

გასული საუკუნის 60-იანი წლების ამერიკაში ქალები საზოგადოების საკმაოდ უუფლებო წევრები იყვნენ. რაც შეეხება შავკანიან ქალებს, ამ უუფლებობას რასობრივი დისკრიმინაციაც ემატებოდა. ეს ფილმი მოგითხრობთ, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, „ნასაში“აფროამერიკელი მათემატიკოსები მუშაობდნენ. და სხვათა შორის, თავის საქმეში გენიოსები.

5. „კოკო შანელი“
Coco avant Chanel, 2009

სანამ მსოფლიოში აღიარებული მედელიერი გახდებოდა, რომელიც ერთპიროვნულად წყვეტს, რას ჩაიცვამენ ქალები ახალ სეზონზე, კოკო შანელს ძალიან რთული გზის გავლა მოუწია. ფილმში მისი სახე უმშვენიერესმა ოდრი ტოტუმ შექმნა.

6. „ყველაფერი ევას შესახებ“
All About Eve, 1950

ისტორია ახალგაზრდა, ამბიციური მსახიობისა და ღვაწლმოსილი ვარსკვლავის დაპირისპირებისა. ისტორია იმის შესახებ, რა შეიძლება გააკეთო წარმატების მისაღწევად და დაგრჩება თუ არა გვერდით მეგობარი.

7. „საქმიანი ქალი“
Working Girl, 1988

ახალგაზრდა ქალს გაუჩნდა შანსი, სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს კარიერაში და ის თავით „ეჯახება ღია კარს“. 80-იანი წლების კარიერისტების ეს ისტორია ძალიან მდიდრული გამოვიდა ჰარისონ ფორდის, სიგურნი უივერისა და მელანი გრიფიტის წყალობით.

8. „ეშმაკი ატარებს პრადას“
The Devil Wears Prada, 2006

ეს ფილმი კი თანამედროვე კარიერისტებზეა, ენ ჰეთეუეისა და მერილ სტრიპის უბადლო შესრულებით. აქ სულ სხვა საკითხებია წამოწეული და სულ სხვა აქცენტებია დასმული.

9. „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“
Москва слезам не верит, 1979

ეს საბჭოთა ისტორია დაგიმტკიცებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია - არ დანებდეთ.

10. „მალენა“
Malèna, 2000

13 წლის ბიჭი ულამაზესი მალენას სიყვარულით იწვის. რა თქმა უნდა, ამას არავინ არაფრად აგდებს, ამიტომაც ის შეუმჩნევლად დაჰყვება მალენას უკან, მუდმივად უთვალთვალებს და უმნიშვნელო წვრილმანსაც კი ამჩნევს. იცის, რა გადახდა მალენას თავს პატარა ქალაქში მისი მეუღლის ფრონტზე დაღუპვის შესახებ ცნობის მოსვლის შემდეგ.

11. „მოსამსახურე ქალი“
The Help, 2011

გასული საუკუნის 60-იანი წლების ამერიკაში გოგოები ვალდებული იყვნენ, გათხოვილიყვნენ, ოჯახისთვის მიეხედათ და ბავშვები გაეჩინათ. ახალგაზრდა და ამბიციურ სკიტერს კი სხვა გეგემები აქვს - მას უნდა, ცნობილი ჟურნალისტი გახდეს. ამიტომაც მან შემოვლითი გზები უნდა მოძებნოს მიზნის მისაღწევად.

12. „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“
Bridget Jones’s Diary, 2001

ეს არის ისტორია იმის შესახებ, რომ არ უნდა გეშინოდეს, იყო სასაცილო. შესაძლოა, თქვენი ოცნების მამაკაცს თქვენში სწორედ ეს მოსწონს. ყოველ შემთხვევაში, შესაძლოა ბრიჯიტ ჯონსი, რომელიც მუდმივად ვარდება სულელურ მდგომარეობაში, საერთოდაც ვერ გათხოვილიყო.

13. „სასტიკი რომანი“
Жестокий романс, 1984

სიუჟეტი მოგვითხრობს, როგორ დაკარგა ყოველგვარი ინტერესი მდიდარმა მამაკაცმა ლამაზი ქალის მიმართ პირველივე ღამის შემდეგ. თანამედროვე ეპოქაში კაცი უბრალოდ ქალს აღარ დაურეკავდა, ქალი იტირებდა, მეგობრებთან გულს მოიოხებდა და მერე სხვას იპოვიდა. 150 წლის წინათ კი ეს ნამდვილი ტრაგედია იყო.

ავტორი: ირმა ჯოხაძე

წყარო

ფილმები, გადაცილებული, ქალები
სულ კომენტარი: 0
avatar