სიახლეები - კინოინდუსტრია

ყველა დროის 20 საუკეთესო ქალი გმირი ფილმებიდან - ლეგენდად ქცეული პერსონაჟები

09.11.2018 სიახლეები 26 0 0.0
Загрузка...

არის ფილმები, რომელთა გმირების დავიწყებაც შეუძლებელია. მაყურებელს ფილმის პერსონაჟები ზოგჯერ რეალური ადამიანების მსგავსად უყვარდება.

ვნახოთ ფილმებიდან ლეგენდარული პერსონაჟი ქალები, რომელთა დავიწყებაც შეუძლებელია.

1. ბეიბი ფილმიდან „ბინძური ცეკვები“ - ბეიბის როლს მსახიობი ჯენიფერ გრეი ასრულებს.

2. ჰოლი გოლაითლი ფილმიდან „საუზმე ტიფანისთან“ - ჰოლის როლს ლეგენდარული ოდრი ჰეპბერნი ასრულებს. ფილმი 1961 წელსაა გადაღებული, ჰოლი კი მაყურებლის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟია.

3. ჰერმიონე „ჰარი პოტერიდან“ - ემა უოტსონის მიერ შექმნილი ჭკვიანი, ინტელექტუალი ჰერმიონეს პერსონაჟის დავიწყება შეუძლებელია.

4. ელენ რიპლი ფილმიდან „უცხო“ - ელენის როლს მსახიობი სიგურნი ვიევერი ასრულებს.

5. მარჯ გუნდერსონი ფილმიდან „ფარგო“ - ლეგენდად ქცეული პერსონაჟის როლს, უნიჭიერსი მსახიობი ფრენსის მაკდორმანდი ასრულებს.

6. სკარლეტ ო’ჰარა ფილმიდან „ქარწაღებულნი“ - კიდევ ერთი პერსონაჟი, რომელიც დროს უძლებს. სკარლეტის როლს ვივიენ ლი ასრულებს. ფილმი 1939 წელსაა გადაღებული.

7. ჯინ ბროდი ფილმიდან „The Prime of Miss Jean Brodie“ – 1969 წელს გადაღებულ ფილმში ჯინ ბროდის როლს მეგი სმიტი ასრულებს.

8. კლარისა სტარლინგი ფილმიდან „კრავთა დუმილი“ - ფილმში მთავარ როლს შეუდარებელი ჯოდი ფოსტერი თამაშობს.

9. მერი პოპინსი ფილმიდან „მერი პოპინსი“ - გმირი, რომელიც ერთნაირად გვიყვარს დიდებსაც და პატარებსაც. ამ ლეგენდარული პერსონაჟის სახე მსახიობმა ჯული ენდრიუსმა შექმნა.

10. პრინცესა ლეია ფილმიდან „ვარსკვლავური ომები“ - პრინცესას როლს ქერი ფიშერი ასრულებს.

11. შუგარ კოვალჩიკი ფილმიდან „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ - დაუვიწყარი პერსონაჟი, რომელიც მერლინ მონრომ შექმნა.

12. ვივიენ უარდი ფილმიდან „ლამაზმანი“ - ჯულია რობერთსის ლეგენდად ქცეული კინოროლი.

13. ანა პორტერი ფილმიდან „სიჩქარე“ - პორტერის როლს სანდრა ბალოკი ასრულებს.

14. ბარბარელა ფილმიდან „ბარბარელა“ - ფილმი 1968 წელსაა გადაღებული და ამ დასამახსოვრებელი პერსონაჟის სახე ჯეინ ფონდამ შექმნა.

15. მარკიზა დე მერტელი ფილმიდან „სახიფათო კავშირები“ - მარკიზა დე მერტელის როლს მსახიობი გლენ კლოუზი ასრულებს.

16. სარა კონორი ფილმიდან „ტერმინატორი“ - ეს დასამახსოვრებელი სახე მსახიობმა ლინდა ბლერმა შექმნა.

17. მისის რობინსონი ფილმიდან „კურსდამთავრებული“ - ფილმი 1967 წელსაა გადაღებული. მთავარ როლში კი მსახიობი ენ ბენკროფტია.

18. კეტრინ ტრამელი ფილმიდან „ძირითადი ინსტინქტი“ - შეუდარებელი შერონ სტოუნის მიერ შექმნილი პერსონაჟი დაუვიწყარია.

19. მია ფილმიდან „მაკულატურა“ - ლეგენდარული პერსონაჟი, რომელიც უმატურმანმა შექმნა.

20. მისის დენვერსი ფილმიდან „რებეკა“– 1940 წელს გადაღებულ ფილმში მთავარ როლს ჯუდით ანდერსონი ასრულებს.

წყარო

კინო, 20 საუკეთესო, დროის, ლეგენდა, გმირი, ქალები, ფილმებიდან, ყველა, ქალი, პერსონაჟები
სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...